გოგი თოფაძე VS თინა ხიდაშელი
გოგი თოფაძემ დღეს ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის მიერ 12 ოქტომბერს შედგენილი ოქმი გააცნო, სადაც მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მყოფი ჯარისკაცების არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი.
საგარეჯოს არჩევნებში რესპუბლიკელმა თამარ ხიდაშელმა პატრიოტთა ალიანსის ლიდერს, ირმა ინაშვილს, 562 ხმით მოუგო. დამარცხებული კანდიდატი ამტკიცებდა, რომ არჩევნების ბედი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გახსნილმა სპეც-უბანმა გადაწყვიტა და არჩევნების გაყალბებაში სწორედ თავდაცვის მინისტრი დაადანაშაულა.
მოგვიანებით იგივე მრეწველთა ლიდერმა გაიმეორა.
გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელს საგარეჯოში გაყალბებული არჩევნები მას შემდეგ გაახსენა, რაც რესპუბლიკელებმა ის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის დროს გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკეს.
გოგი თოფაძემ თანაგუნდელები დღეს უკვე ოპონენტებად მოიხსენია.
მრეწველების ლიდერი ამბობს, რომ კოალიციას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელებიც მიიღებენ და არჩევნებში გამარჯვებას დამოუკიდებლად შეეცდებიან.
ვინ დატოვებს კოალიციას, ეს, სავარაუდოდ, პოლიტ-საბჭოს სხდომაზე გაირკვევა, რომლის ჩატარებას მწვავე დაპირისპირების პირობებშიც მმართველი გუნდი არ ჩქარობს.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი
