მოსამართლეები მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოსახდენად მიზანმიმართულ კამპანიაზე ალაპარაკდნენ
სასამართლოზე გავლენის მოპოვების მცდელობაში დღეს მოსამართლეებმა პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, დაუსაბუთებელია კრიტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში მოსამართლეების დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურებს მოჰყვა. მოსამართლეთა ნაწილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ცალკეული მოსამართლეების მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებები სასამართლოს რეპუტაციას საფრთხეს უქმნის.
ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარედ საბჭოს წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს ასახელებენ, კერძოდ პრეზიდენტის განცხადებებს ისინი სასამართლოზე ზეწოლად აფასებენ.
კონფერენციის ტრიბუნიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კრიტიკაც ისმოდა. მამუკა ახვლედიანის განცხადებებს მოსამართლეთა ნაწილი გაემიჯნა.
რიგგარეშე კონფერენცია დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევით დასრულდა. ზაზა მეიშვილს სერგო მეთოფიშვილი შეცვლის.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.
