ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დამწვარი ავტომანქანა დალუქულია და ექსპერტიზა უტარდება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დამწვარი ავტომობილი ამ დროისთვის პოლიციის შენობის ეზოში გადაიყვანეს და დალუქეს. ტოიოტას მარკის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.
კუთვნილი ავტომობილის დაზიანების მიზეზებს საკრებულოს თავმჯდომარე არ აკონკრეტებს და მანქანის დაწვას ვინმესთან კონფლიქტის გამო კატეგორიულად გამორიცხავს.
ბორჯომის რაიონულ პოლიციაში მთელი დღის განმავლობაში მოწმის სახით იკითხებოდნენ მოქალაქეები. დაკავებულია ერთი პირიც, თუმცა ის პოლიციელებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
დაკავებული მოქალაქე საკუთარი ოჯახის წევრების დაკითხვის ფაქტმა გააღიზიანა და პოლიციასთან შელაპარაკებაც ამან გამოიწვია.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.
ამ ბრალდებით ამ დროისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია.
ავტორი: ნათია მღებრიშვილი
