"ოპოზიციის დიდ ნაწილს გამარჯვების შანსი არა აქვთ, ამიტომ ცდილობენ, რესურსები არ დახარჯონ" - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტიკური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ისინი ბოიკოტის მიზეზებზე საუბრობენ.
„ამ კონკრეტულ შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის დიდ ნაწილს გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ისინი ცდილობენ, რესურსები არ დახარჯონ. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი არის თუ არა ეს ხელისუფლების დემოკრატიულობის ტესტი, გართულდება. ხელისუფლება ეცდება, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფებმა ამ არჩევნებში ფორმალურად მონაწილეობა მაინც მიიღონ,“ - განაცხადა საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარემ, ხათუნა ლაგაზიძემ.
"ქვეყანა არადემოკრატიული რეჟიმის მიღების საშიშროების წინაშე დგას,” - ანალიტიკოსების ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას შუალედური არჩევნების ბოიკოტირების შესახებ ასე ეხმაურება.
მათი თქმით, ბოიკოტის შედეგად შესაძლებელია, ოქტომბერში მარტვილის და საგარეჯოს ოლქებში არჩევნებზე მისულ მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალებაც აღარ ჰქონდეს და აქ მხოლოდ ერთი პარტია იყოს წარმოდგენილი.
