ვოლსკი ხაჯიმბას განცხადებას "სახელმწიფოთა შორის კეთილი ურთიერთობის შემდგობი განვითარების" სურვილით ხსნის
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გია ვოლსკი რაულ ხაჯიმბას მოთხოვნას საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის შეტანაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებაზე "სახელმწიფოთა შორის კეთილი ურთიერთობის შემდგომი განვითარების" სურვილით ხსნის.
ეს შეფასება გია ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაულ ხაჯიმბა საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის შეტანაზე სახელმწიფო კონტროლს ითხოვს.
სახელისიუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მორიგი პოლიტიკური სვლაა და ასეთი სვლები ადრეც ყოფილა.
„ხაჯიმბამ სახელმწიფოთა შორის კეთილი ურთიერთობების შემდგომი განვითარების თემაზე ისაუბრა და ეს თემა არახალია. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური სვლა, რომელიც აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია,“ - ამბობს გია ვოსლკი.
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზები საქართველოში მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩადიან.
"ჩვენთან აქტიურად ვითარდება ბიზნესი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საზღვარს კვეთს, საქართველოდან შედის,"– აცხადებს ხაჯიმბა.
