ცხინვალი ე.წ. საზღვრის გამაგრებას იწყებს - თიბილოვის ბრძანება საოკუპაციო ძალების ძალოვან უწყებებს
ბრძანება საოკუპაციო ძალების ძალოვან უწყებებს - ცხინვალი ე.წ. საზღვრის გამაგრებას იწყებს.
ამის შესახებ განკარგულება ლეონიდ თიბილოვმა დღევანდელ თათბირზე გამოსცა და ამ ფორმით უპასუხა ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტს ხურვალეთში.
თიბილოვმა ტუსკის ხურვალეთში ჩასვლას პროვოკაცია უწოდა.
ქართველმა მინისტრებმა და ძალოვანებმა თიბილოვს შეახსენეს, რომ ე.წ. საზღვარს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას სწორედ უცხოელი პარტნიორების დახმარებით შეაჩერებენ.
მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი და ადგილობრივების გატაცება საოკუპაციო ზოლთან ამ დრომდე გრძელდება.
ავტორები: დავით კაკულია, ნინო სამყურაშვილი, ელისო ჯარიაშვილი, ეკა ბუცხრიკიძე.
