თბილისში 50-მდე ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიაში სპორტის მინისტრის მოადგილის ინტერესები იკვეთება
თბილისში მალე 50-მდე გზის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების ძირითად ნაწილს კომპანია არენა მშენი შეასრულებს, რაც ოპოზიციის მხრიდან ქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ ბრალდებების მიზეზი გახდა.
არენა მშენი ჯერ კიდევ ორი თვის წინ შალვა გოგოლაძის საკუთრებაში იყო, რომელიც ამჟამად სპორტის მინისტრის მოადგილეა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ დროისთვის უკვე მაღალჩინოსნის ძმას ეკუთვნის, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ტენდერის ჩატარების დროს მინისტრის მოადგილის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 68 მილიონია გათვალისწინებული, მერიამ დამატებით კიდევ 18 მილიონი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ისესხა, რის გამოც ოპოზიცია მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ავტორი: ეკო მაღრაძე
