ახალი საკანონმდებლო ინიციატივა-ინტერპარტიული ჯგუფი გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელზე მუშაობს
ინტერპარტიული ჯგუფი ახალ საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს. საუბარია გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელზე, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული სისტემა არ უქმდება, თუმცა მანდატთა გადანაწილება ოლქებზე არჩევნების შემდეგ მიღებული ხმების შესაბამისად მოხდება. ინიციატივა ავტორებმა უკვე განიხილეს საპარლამენტო ოპოზიციასთან და მხარდაჭერაც მიიღეს. ამ ინიციატივის განსახორციელებლად კი ოპოზიციას პარლამენტში 76 ხმის მობილიზება სჭირდება, რაც თეორიულად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გერმანულ მოდელს რესპუბლიკური პარტიაც გაიზიარებს. Читать дальше...
