საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათი ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის […]