ირანი აცხადებს, რომ კვლავ აწესებს მკაცრ სამხედრო კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე, აშშ-ის ბლოკადის გამო
18 აპრილს ჰორმუზის სრუტე რვა ტანკერისგან შემდგარმა ჯგუფმა გადაკვეთა, რაც ხომალდების პირველი მნიშვნელოვანი მოძრაობაა მას მერე, რაც შვიდი კვირის წინ აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თუმცა თეირანი აცხადებს, რომ სრუტეზე კვლავ აწესებს მკაცრ სამხედრო კონტროლს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მანამდე ლაპარაკობდა "გარკვეულ ძალიან კარგ ამბებზე" ირანის შესახებ, თუმცა დეტალებს არ აზუსტებდა. ტრამპს ასევე ნათქვამი აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე ბრძოლა შესაძლოა განახლდეს ოთხშაბათს - როცა იწურება ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი ვადა.
ირანის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ სრუტეზე გავლენა "დაუბრუნდა უწინდელ მდგომარეობას", და ის იმყოფება ირანის სამხედროთა "მკაცრი მართვის და კონტროლის" ქვეშ. ირანი ლაპარაკობს აშშ-ის მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე და "მეკობრეობის" აქტებზე, ბლოკადის საფარველით.
აშშ-ის მხრიდან საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ჰორმუზის სრუტეზე მოდის ნავთობის გლობალური მიწოდების 20 პროცენტზე მეტი. ირანმა მანამდე ამ მარშრუტით ვაჭრობა შეაჩერა აშშ-ის და ისრაელის მხრიდან მის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გამო. 13 მარტიდან ამოქმედდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ბლოკადა ირანის პორტებზე.
