Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

უნგრეთი აღარ დააფინანსებს "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას" (CPAC) - მადიარი

0

არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, “ტისას” ("პატივისცემა და თავისუფლება") ლიდერი და უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებენ "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას" (CPAC). ამის შესახებ მადიარმა 13 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში ბოლოს 21 მარტს იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა სწორედ CPAC-ის კონფერენციაზე.
"სახელმწიფო აღარ დააფინანსებს მსგავს ღონისძიებებს, არც CPAC-ს და არც სხვა მასთან დაკავშირებულ მატიას კორვინუსის კოლეჯს და სხვა მსგავს ინსტიტუტებს. მე მჯერა, რომ სახელმწიფოს თავიდანვე არასდროს უნდა დაეფინანსებინა ისინი, ეს დანაშაული იყო.
პარტიების დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან შერევა, ჩემი რწმენით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს უნდა გამოიძიონ მომავალმა სამართალდამცველებმა, მათ შორის სახელმწიფო აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნულმა ოფისმა, რადგან ეს საბიუჯეტო თანხები არ იყო განკუთვნილი პარტიული ღონისძიებების დასაფინანსებლად", - თქვა პეტერ მადიარმა.
მატიას კორვინუსის კოლეჯი (MCC) 1996 წელს შეიქმნა. ის უნგრეთის ერთ-ერთი უდიდესი კერძო სასწავლებელია. 2020 წელს MCC-მა 2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ვიქტორ ორბანის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტების გამო, სასწავლებელს მისი კრიტიკოსები ორბანის „პარტია "ფიდესისადმი" ლოიალური მომავალი ელიტების გამრავლების ადგილად“ მოიხსენიებენ.
მადიარი აცხადებს, რომ CPAC-ს ბუდაპეშტში მიესალმებიან, "მაგრამ ის უნგრელი გადასახადების გადამხდელთა ფულით არ უნდა დაფინანსდეს", არამედ “ფიდესის” ან ვიქტორ ორბანის ფულით. "სანამ ამ თანხას უკან არ დავიბრუნებთ."

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე 21 მარტს მონაწილეობდა CPAC-ის კონფერენციაში.
ის უნგრეთში "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე" (CPAC) სიტყვით 2025 წლის მაისში და 2024 აპრილშიც გამოვიდა. მანამდე კი კონფერენციაში მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

რა არის CPAC-ი?CPAC-ს - „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“ - 1974 წლიდან ატარებს „ამერიკის კონსერვატორთა კავშირი“ (ACU).
კონფერენციის სპიკერების რიგებში უამრავი გამორჩეული ფიგურა ყოფილა, დაწყებული რონალდ რეიგანით, - რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოვიდა კონფერენციაზე, - დასრულებული დონალდ ტრამპით, რომელმაც, ბევრის აზრით, აქედან დაიწყო პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.
ოდესღაც ორპარტიული წამოწყება, კონფერენცია, წლებია, მხოლოდ რესპუბლიკელების თავშეყრადაა გადაქცეული. ბევრი სპიკერი ცნობილია ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით.
თუკი კონფერენცია თავიდან მხოლოდ აშშ-ში იმართებოდა, ახლა სხვადასხვა ქვეყანაშია: იაპონიაში, ბრაზილიასა თუ ავსტრალიაში.
2022 წლიდან კონფერენციას მასპინძლობს უნგრეთიც.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net