ტრამპი ჰორმუზის სრუტეზე: თუკი რომელიმე გემი მიუახლოვდება ჩვენს ბლოკადას, ის მყისიერად განადგურდება
„გუშინ ჰორმუზის სრუტეში გაიარა 34-მა გემმა, რაც არის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც ეს სულელური ჩაკეტვა დაიწყო“, - წერს პლატფორმა Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მანამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა:
„ირანის ფლოტი ზღვის ფსკერზეა, სრულად განადგურებულია 158 გემი. რისთვისაც არ დაგვირტყამს, არის მცირე რაოდენობა იმისა, რასაც ისინი უწოდებენ „სწრაფი იერიშის გემებს“, ვინაიდან მათ დიდ საფრთხედ არ მივიჩნევთ. გაფრთხილება: თუკი რომელიმე გემი მიუახლოვდება ჩვენს ბლოკადას, ის მყისიერად განადგურდება, მოკვლის იმავე სისტემით, რომელსაც ვიყენებთ გემებზე მყოფი ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ. ეს არის სწრაფი და სასტიკი სისტემა. პოსტ სკრიპტუმი: აშშ-ში ოკეანითა თუ ზღვით შემომავალი ნარკოტიკების ნაკადის 98,2% შეჩერებულია!"
13 აპრილიდან აშშ-მ დაიწყო ირანის პორტებთან გემების მიმოსვლის დაბლოკვა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირანთან უშედეგო მოლაპარაკებებს, რომლის ბოლო რაუნდი პაკისტანში გაიმართა. ბლოკადა ძალაში შევიდა ორშაბათს, აღმოსავლეთ სანაპიროს დროით დილის 10:00 საათზე და ის ეხება ყველა წარმომავლობის გემს, რომელიც ირანის პორტებთან მიმოსვლას შეეცდება. დაშვება შეეხება მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ გემებს.
