Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ირანული წყაროს ცნობით, აშშ დათანხმდა კატარსა და სხვა ბანკებში ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას - თეთრი სახლი უარყოფს ცნობას

0
ირანის მაღალი რანგის წყაროს ნათქვამს იმოწმებს სააგენტო Reuters-ი, რომ აშშ დათანხმდა კატარსა და სხვა უცხოურ ბანკებში შენახული ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას.
სააგენტოს თანახმად, წყარო მიესალმა ამ ნაბიჯს, როგორც ვაშინგტონთან ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევის „სერიოზულობის“ ნიშანს.
მაგრამ შაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი დათანხმდა ირანის აქტივების გათავისუფლებას.
როიტერმა დღის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ დათანხმდა ყატარსა და სხვა უცხოურ ბანკებში შენახული ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას, ირანის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.
ისლამაბადის მოლაპარპაკებისას ირანის „წითელი ხაზები“ მოიცავს ჰორმუზის სრუტეს, ომის რეპარაციების გადახდას, ირანის გაყინული აქტივების განთავისუფლებას და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტას - იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია.
ირანის წინადადებები პაკისტანის პრემიერმინისტრს გადაეგზავნა - იუწყება ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორი ისლამაბადიდან.

ირანმა ისლამაბადში ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებამდე დააყენა პირობა, რომ ზავი ლიბანში ისრაელის ომსაც უნდა შეხებოდა და მისი აქტივები უნდა გაეთავისუფლებინათ.

წყარომ, რომელმაც საკითხის მგრძნობელობის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ აქტივების გათავისუფლება „პირდაპირ კავშირშია ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფასთან.“
ეს თემა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება.

წყარომ არ დააკონკრეტა ვაშინგტონის მიერ გაყინული აქტივების მოცულობა. მეორე ირანულმა წყარომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა კატარის მიერ ირანის მიერ გაყინული 6 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის მოთხოვნას ჯერ არ უპასუხა.
6 მილიარდი დოლარი, რომელიც თავდაპირველად 2018 წელს გაუყინეს ირანს. 2023 წელს უნდა გათავისუფლებულიყო აშშ-ირანის პატიმრების გაცვლის ფარგლებში, მაგრამ თანხები კვლავ გაყინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ირანის მოკავშირის, პალესტინელთა მებრძოლი დაჯგუფება, ტერორისტულად შერაცხილი ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.

თანხები სამხრეთ კორეაში ირანის ნავთობის გაყიდვიდან იყო მიღებული და სამხრეთ კორეის ბანკებში გაიყინა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს - თეთრ სახლში პირველი ვადის დროს - ირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა დააწესა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და ირანს შორის მიღწეული ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება დატოვა ცალმხრივად.

2023 წლის სექტემბერში დოჰას შუამავლობით აშშ-ირანის პატიმრების გაცვლის ფარგლებში, თანხა კატარის საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა. პატიმრების გაცვლა გულისხმობდა ირანში დაკავებული აშშ-ის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებას თანხების გათავისუფლების სანაცვლოდ და შეერთებულ შტატებში დაკავებული ხუთი ირანელის გათავისუფლებას.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა მაშინ განაცხადეს, რომ თანხა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა დახარჯულიყო.


პაკისტანის დედაქალაქში ორი მხარის შეხვედრა 11 აპრილისთვის დაიგეგმა. ეს არის აშშ-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. თუ ორივე მხარე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს, როგორც მოსალოდნელია, ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net