Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

"დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

0

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 58 წლის საქართველოს მოქალაქე კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „დაქირავებული მებრძოლის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.

კობა ხაბაზი პარლამენტის დეპუტატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამჟამად წარმოადგენს ოპოზიციურ კოალიციას "ცვლილებისთვის“ და აქტიურად მონაწილეობს თბილისში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

რუსეთის პროკურატურის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მარტში ხაბაზი უკრაინაში პოლონეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა, „სადაც ის დაქირავებული ჯარისკაცის სტატუსით შეუერთდა "ქართულ ლეგიონს“.

„მან სამხედრო წვრთნები გაიარა სასწავლო ბაზებზე, აღჭურვეს ცეცხლსასროლი იარაღით და 2026 წლის იანვრამდე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში სხვადასხვა შეხების წერტილში. დაქირავებული მებრძოლის ანაზღაურებამ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის 3,6 (125 ათასი ლარი) მილიონ რუბლს გადააჭარბა“, - ნათქვამია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში.

მოსკოვმა ხაბაზი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა, „სასამართლომ მას დაუსწრებლად გამოუტანა პატიმრობის განაჩენი“.

როგორც კობა ხაბაზი ეუბნება რადიო თავისუფლებას სატელეფონი საუბარში, მისთვის "ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივია".

"დიახ, მე ვარ მტერი იმ ძალის, იმ ქვეყნის, თვითაღიარებული „დონესკის რესპუბლიკის“, რომელიც უკრაინის ტერიტორიის მზიანობისა და თავისუფლების წიწინააღმდეგ იბრძვიან. მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც შემოიჭრა საქართველოში და რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მისთვის ეს "ვალია ქართველი გმირი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ" და "ვალია იმ გმირი უკრაინელი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ".

კობა ხაბაზი აცხადებს, რომ იბრძოდა და იბრძოლებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ."ოკუპანტების წინააღმდეგ, რომელთაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აქვთ ოკუპირებული. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო და უკრაინა არ აღიდგენენ თავის ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფლებას“.

ის ასევე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ უშუალოდ რუსეთშიც იყო იმავე საფუძვლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დაუსწრებლად პატიმრობა რუსეთის ფედერაციასაც მისჯილი აქვს, "დაახლოებით, წელიწად-ნახევარია".

„დნრ-ის" სასამართლომ მანამდე დაუსწრებლად არაერთი განაჩენი გამოიტანა ომში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი პოლიტიკოსებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ისინი არც უარყოფენ.

უფლებადამცველების განმარტებით, იურიდიულად არასწორია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე უცხოელი მებრძოლების დაქირავებულებად მოხსენიება. ყველა მათგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეა; უმეტესი მათგანი არის მოხალისე, რომელთა მთავარ მოტივაციას არ წარმოადგენს ფინანსური სარგებლის მიღება.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლიდან რუსეთის სასამართლოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი უცხოელი მოხალისეების წინააღმდეგ დაუსწრებლად მინიმუმ 180 განაჩენი გამოიტანეს. ყველაზე მეტი - 58 - გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს მოქალაქეებს გამოუტანეს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net