WP: ირანმა აშშ-ის მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო
The Washington Post-ს წყაროები უყვებიან, რომ შემთხვევა ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მოხდა. WP წერს, რომ A-10-ის პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცემდე მართა, რის შემდეგაც კატაპულტირება მოახდინა. პილოტი აშშ-ს სამძებრო-სამაშველო ძალებმა გადაარჩინეს.
კიდევ ერთი ამერიკული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ ცნობები 3 აპრილს გავრცელდა.
ამერიკულ მხარეს თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
