Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპის წარმომადგენლები პუტინის წარმომადგენელს შეხვდნენ

0

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, ფლორიდაში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევს.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დმიტრიევმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ განიხილავენ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შერბილების საკითხს.

დმიტრიევთან 11 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ უიტკოფმა გვიან ღამით დაწერა სოციალურ ქსელ Х-ში. უიტკოფის ინფორმაციით, ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იყო თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმიც. მოლაპარაკების შინაარსი უცნობია. სტივ უიტკოფის მოკლე პოსტი სრულდება ზოგადი ფრაზით, რომ განიხილეს სხვადასხვა საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კავშირზე დარჩებიან.

უიტკოფის ამ პოსტს დმიტრიევმა Х-ში თავის გვერდზე ერთი წინადადებით უპასუხა: „მადლობა სტივ, ჯარედ და ჯოშ პროდუქტიული შეხვედრისთვის“.

უიტკოფის და დმიტრიევის მიერ შეხვედრის ფაქტის დადასტურებამდე ფლორიდაში მათი მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ სააგენტო „როიტერსი“ და რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. „როიტერსის“ ცნობით, შეხვედრა ეკონომიკის საკითხებზე აშშ-რუსეთის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთთან შეწყვეტილი ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის ხელმძღვანელობა პუტინმა დმიტრიევს დაავალა მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთთან კონტაქტების განახლება.7 მარტს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო ნავთობის ფასების სტაბილიზაციის მიზნით რუსეთისთვის სანქციების შერბილება არ გამორიცხა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებთან განიხილავენ, რადგან „დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკისთვის დამღუპველი აღმოჩნდა“.

კირილ დმიტრიევი უშუალოდ არ მონაწილეობს რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებაში, რომლის პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს, ხოლო მესამე - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

თუმცა დმიტრიევი იმყოფებოდა აბუ-დაბისა და ჟენევაშიც, სადაც აშშ-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. რუსეთის პრეზიდენტის წამომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა ფლორიდაშიც.

5 თებერვალს დმიტრიევმა აბუ-დაბიში რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკური მიმართულებით აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღსადგენად „შეხვედრები პოზიტიურად მიმდინარეობს“.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net