Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ისრაელმა ისევ დაარტყა ირანს, თეირანი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეზე „ყველაზე ინტენსიური“ შეტევა მიიტანა

0

ისრაელი და აშშ განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. ისრაელმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა ირანზე. ირანმა ისევ შეუტია ისრაელს და სპარსეთის ყურეში ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს.

რა არის ცნობილი 11 მარტის დილისთვისირანმა გამოაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური“ და მასირებული შეტევა მიიტანა ისრაელზე და რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახელით ეს განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. თეირანის თანახმად, გასულ ღამით განხორციელებული შეტევისას გამოყენებული იყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებიც „ხორამშაჰრი“.

„გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, მიზანმიმართული და ძლიერი შეტევები გაგრძელდება და ომის მხოლოდ ერთ შედეგზე, „მტრის სრულ დანებებაზე“ ფიქრობენ.

ირანის ერთ-ერთი სამიზნე საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზა იყო.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოგერიებულია შვიდი ბალისტიკური რაკეტა, რომელთაგან ექვსი მიმართული იყო პრინც სულთანის ავიაბაზისკენ, ერთი კი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონისკენ.

პრინც სულთანის ავიაბაზა საუდის არაბეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. 1 მარტს, ირანის შეტევის შედეგად ამ ბაზაზე დაიჭრა ამერიკელი სამხედრო, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს დილით გავრცელებული ცნობით, შვიდი რაკეტის გარდა მოგერიებულია შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი.

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, შუაღამის შემდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანის მხრიდან სამი სარაკეტო შეტევა მოიგერია. მანამდე მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა მოსთხოვეს. ისრაელის მედია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ მიუღიათ.

ისრაელის არმიის თანახმად, 11 მარტს თეირანში მორიგი შეტევა მიიტანეს „ირანის ტერორისტულ რეჟიმზე“ და ლიბანში მისი მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზე. მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები იყო თეირანის იმ ნაწილში, სადაც საერთაშორისო აეროპორტია.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ 11 მარტს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანს 10 მარტს გაუნადგურეს 16 გემი, რომლებსაც წყალში ნაღმების ჩადებისთვის იყენებდნენ. მანამდე ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეირანმა სრუტის დანაღმვა დაიწყო. მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტით ხდება.

ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net