Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრაინა და რუსეთი სამოქალაქო მსხვერპლზე იუწყებიან, აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკება შესაძლოა მომავალ კვირაში განახლდეს

0

კიევი და მოსკოვი განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ უკრაინის მხრიდან რუსეთის სასაზღვრო რეგიონზე, ბრიანსკზე მიტანილი იერიშის შესახებ - ადგილობრივი გუბერნატორი აცხადებს, რომ ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დატყმა განხორციელდა სარაკეტო კომპონენტების ობიექტზე.

ამასთან, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთო ჯამში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ 10 მარტს განხორციელებულ იერიშებს - მათ შორის ოთხი პირი სასიკვდილოდ დაიჭრა საჰაერო თავდასხმისას დონეცკის რეგიონის ქალაქ სლოვიანსკზე.

თავდასხმების ფონია პაუზა აშშ-ის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებში უკვე მეხუთე წელიწადში გადასული ამ ომის დასასრულებლად. პარალელურად, აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ახორციელებენ საბრძოლო მოქმედებებს.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ზელენსკი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ აშშ-უკრაინა-რუსეთის შეხვედრა შეიძლება მომავალ კვირაში გაიმართოს, სავარაუდოდ შვეიცარიაში ან თურქეთში - სადაც მოლაპარაკებათა წინა რაუნდები ჩატარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ტელეკომპანია CNBC-ს 10 მარტს უთხრა, რომ, მისი აზრით, "სამმხრივი [შეხვედრა] გადაიწევს რაღაც დროს მომავალ კვირაში და ... ჩვენ ამაზე პოზიტიურ მიმართებას შევინარჩუნებთ".

მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს ხელშესახები წინსვლა არ მოჰყოლია მთავარ თემებზე, მათ შორის ტერიტორიის საკითხებზე - რუსეთი კვლავ მოითხოვს გადაეცეს უკრაინის დონეცკის რეგიონის ნაწილი, რომლის დაკავებაც მან ვერ შეძლო ამ წლების განმავლობაში წარმოებული ომით.

ბრიანსკზე მიტანილი იერიშის შესახებ გავრცელებული ცნობების გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა ტელეგრამით დაწერა, რომ დაღუპულია ექვსი სამოქალაქო პირი, დაჭრილია 37.

ზელენსკის მსხვერპლი არ უხსენებია ამ იერიშის შესახებ თავის საჯარო განცხადებებში:

"ჩვენმა ჯარისკაცებმა ბრიანსკში დაარტყეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ქარხანას. ეს ქარხანა აწარმოებს ელექტრომოწყობილობებს და კომპონენტებს რუსეთის რაკეტებისთვის" - ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ ეს თავდასხმა იყო "აგრესორისთვის გაცემული სრულიად გამართლებული პასუხი".

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სლოვიანსკში მსხვერპლის გარდა კიდევ ერთი პირი დაიღუპა სუმის რეგიონში, ერთი - დნეპროპეტროვსკის რეგიონში, სადაც სხვა თავდასხმის შედეგად დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზებზე თითქმის უწყვეტი ბრძოლების ფონზე, რუსეთი უკრაინის მასშტაბით აწარმოებს ყოველდღიურ თავდასხმებს ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე. მისი დარტყმები ხშირად მოდის სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე, რაც იწვევს სამოქალაქო პირების სიკვდილს და დაჭრას.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net