Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ინტერნეტში გამოქვეყნდა ნავალნის გვამის გაკვეთის ოფიციალური მასალები

0

9 მარტს ინტერნეტში გამოქვეყნდა ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც მიემართება რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, 2024 წლის 16 თებერვალს კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის გვამის გაკვეთას.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნავალნის სიკვდილი "ბუნებრივი მიზეზებით" იყო გამოწვეული, თუმცა საერთაშორისო გამოძიებებით დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მოწამლეს შხამით ეპიბადიტინი.

სრული სახით ნავალნის გვამის ამსახველი ფოტოები გამოქვეყენა ტელეგრამის არხმა "Черное зеркало", რომელსაც მანამდე გამოქვეყნებული აქვს გაჟონილი ცნობები და მას Telegram-ის ადმინისტრაცია აუქმებდა პირების შესახებ ინფორმაციის არამართებული გავრცელების გამო.

მასალებთან ერთად ერთი ფოტო გამოაქვეყნა გამოცემამ The Insider, თუმცა გამოცემა ამისთვის გააკრიტიკეს, მათ შორის ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ - რის გამოც მან მასალები წაშალა და ბოდიში მოიხადა.

ნავალნის ორგანიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ექსპერტიზის მონაცემები ფონდს უკვე წელიწადნახევარია აქვს, მაგრამ დოკუმენტს არ აქვს საზოგადოებრივი ღირებულება, რადგან ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არის "სტერილური და გამოსუფთავებული". მან გამოაქვეყნა ექსპერტიზის ფრაგმენტები, რომელთა თანახმადაც ნავალნის სიკვდილის მიზეზი გახდა "კომბინირებული დაავადება".

ამასთან, ექიმი-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პოლუპინი - რომელიც ნავალნის "ნოვიჩოკის" ტიპის ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ, 2020 წელს მკურნალობდა - გამოცემა The Insider-ს ეუბნება, რომ ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემები "არ მოდის შესაბამისობაში სიკვდილის ოფიციალურ ვერსიასთან, მაგრამ შესაბამისობაშია ეპიბატიდინის შესახებ ვერსიასთან".

2026 წლის თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ამბობდნენ, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში მოწამლეს ნივთიერება ეპიბატიდინით - რომელიც ბუნებაში ეკვადორულ ხის ბაყაყებში გვხვდება.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღნიშნავდა, რომ ეპიბადიტინის სინთეზირება განხორციელდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ГосНИИОХТ) - ანუ უწყებაში, სადაც 1970-იან წლებში შეიმუშავეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ტოქსიკური ნივთიერებები, რითიც ნავალნის მოწამვლა 2020 წელს სცადეს.

კრემლში ბრალდებებს უარყოფენ. ნავალნის წინა მოწამვლასთან კავშირის მქონე ეფესბეს თანამშრომელმა, ალექსანდრ სამოფალმა მას შემდეგ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net