Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სატელიტური ფოტოები სავარაუდოდ მოწმობს ბელარუსში „ორეშნიკის“ განლაგებას

0

ავტორი: ანდრეი შაულიუჰა

სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა გარს ერტყმის ბელარუსში მდებარე განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტს. სავარაუდოდ იქ განლაგებულია რუსეთის სარაკეტო სისტემა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია და რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს აგრესიული რიტორიკისას ახსენებს ხოლმე.

ბოლოდროინდელი სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ბრძოლის რამდენიმე დანადგარი გამოჩნდა ბელარუსში მდებარე იმ ადგილის გარშემო, სადაც რუსეთმა შესაძლოა განალაგა ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია.
Planet Labs-ის მიერ 17 თებერვალს მოპოვებული სურათების მიხედვით, აღმოსავლეთ ბელარუსში, რუსეთის საზღვართან, კრიჩოვის მახლობლად მდებარე ყოფილ საბჭოთა სამხედრო აეროდრომ კრიჩოვი-6-ის გარშემო მდებარე ექვს პოზიციაზე სავარაუდოდ განთავსებულია ტექნიკა, რომელიც განკუთვნილია ობიექტების დასაცავად თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო დარტყმებისგან.
მართალია, ეს ფოტოები არ იძლევა აღჭურვილობის ცალსახად ამოცნობის საშუალებას, მაგრამ ტექნიკის ნაწილი მოგვაგონებს რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Tor-M2-ს ან საზენიტო-სარაკეტო და ქვემეხების კომპლექს „პანცირს“, დანარჩენი კი ჩამოჰგავს ელექტრონული ბრძოლის სისტემებს, „კრასნუხას“ ან „მოსკვა-1“-ს. ერთ-ერთი პოზიცია საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ს მოგვაგონებს.
ტექნიკით აღჭურვილი ეს პოზიციები ხუთი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს კრიჩოვიდან, სადაც 2025 წლის აგვისტოში ახალი მშენებლობა დაიწყო. რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა ადრე შეისწავლა ნოემბერსა და თებერვალს შორის გადაღებული სატელიტური სურათები და დაასკვნა, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს „ორეშნიკის“ განლაგებასთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ დაიტრაბახა რაკეტა „ორეშნიკის“ თაობაზე მას შემდეგ, რაც ოთხ წელზე ცოტა ხნის წინ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო ბელარუსის მეზობლად მდებარე უკრაინაში. რუსეთმა „ორეშნიკით“ მინიმუმ ორჯერ განახორციელა უკრაინაზე დარტყმა ბირთვული ქობინების გარეშე.
სამხედრო მოკავშირეებმა, რუსეთმა და ბელარუსმა, არაერთხელ გააკეთეს განცხადებები ბელარუსში რაკეტების განთავსების შესახებ. 30 დეკემბერს ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც, მათი სიტყვებით, ნაჩვენებია სისტემა „ორეშნიკის“ სამხედრო გამოყენებისთვის მომზადება ბელარუსში, მაგრამ არ გაუხმაურებიათ ადგილსამყოფელი.
როგორც ანატოლიხრაპჩინსკიმ, ავიაციის უკრაინელმა ექსპერტმა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებათა მწარმოებელი კომპანიის დირექტორის მოადგილემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ კრიჩოვში ობიექტის გარშემო შეიძლება გაშლილი იყოს საჰაერო თავდაცვის კომპლექსური ქსელი, რასაც აზრი ექნებოდა „ორეშნიკის“ განლაგებისთვის.
„თუკი რუსეთი განათავსებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას ან „ორეშნიკის“ ტიპის კომპლექსს, ის... ააგებს საჰაერო თავდაცვის სისტემას ამ ობიექტის დასაცავად, ვინაიდან მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს [მოსკოვისთვის]“, თქვა მან და დასძინა, რომ ასეთი ქსელი შეიძლება მოიცავდეს შორი რადიუსის სისტემებს, როგორიცაა S-300, და მცირე რადიუსის სისტემებს, როგორებიცაა „პანცირი“ ან Tor-ი.
„ეს ძირითადად ემთხვევა იმას, რასაც ვხედავთ აღჭურვილობის ჩრდილების კონფიგურაციაში და სატელიტურ ფოტოებზე მის განლაგებაში,“ თქვახრაპჩინსკიმ.
„საქმე ეხება დახურულ სამხედრო ბაზას უზარმაზარი დონის დაცვით - როგორც სახმელეთო, ისე საჰაეროთი. დაცვის ასეთი დონით ჩვეულებრივ უზრუნველყოფენ ხოლმე მართლაც მნიშვნელოვან ობიექტებს,“ თქვა მან.
უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომის ფონზე რუსეთსა და დასავლეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების პირობებში პუტინი და რუსეთის სხვა ოფიციალური პირები „ორეშნიკს“ ახსენებდნენ ხოლმე მუქარისა და იარაღის ჟღარუნის კონტექსტში.
ჯეფრი ლუისი, ერთ-ერთი იმ სამი ამერიკელი მკვლევრიდან, რომლებმაც დეკემბრის ბოლოს კრიჩოვის პოლიგონი დაასახელეს „ორეშნიკის“ განლაგების შესაძლო ადგილად, მაშინ წერდა, რომ იქ ამ რაკეტის განლაგება „არ გამოიწვევს სარაკეტო სისტემის მოქმედების რადიუსის გაზრდას“. მისი თქმით, რუსეთის ბევრი რაიონი და კალინინგრადის ექსკლავი უფრო ახლოს მდებარეობენ დასავლეთის დედაქალაქებთან
„„ორეშნიკის“ რუსეთის საზღვრიდან 5 კილომეტრზე უფრო ახლოს მოთავსება ნათელყოფს, რამდენად ასახავს განლაგება პოლიტიკურ მოსაზრებებს და არა რაიმე სამხედრო უპირატესობის მოპოვების სურვილს,“ წერდალუისი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net