Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2026
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გამანადგურებელი ჩამოვარდა კუვეიტში, ამერიკული ბაზის მახლობლად - მედია

0

კუვეიტში ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად გამანადგურებელი ჩამოვარდა. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება.

სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი მიწაზე ეცემა.

მესამე დღეა აშშ და ისრაელი განაგრძობენ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რომელიც თავის მხრივ, აცხადებს, რომ რაკეტებით და დრონებით უტევს ისრაელს და რეგიონის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

ტელეკომპანია CNN-ი ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ F-15E, ან F/A-18 ტიპის გამანადგურებელი ამერიკული სამხედრო ბაზიდან, ალი ალ-სალემიდან დააახლოებით ათ კილომეტრში ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნოდა გამანადგურებელი და რამ გამოიწვია კატასტროფა.

F/A-18 ტიპის გამნადგურებლები კუვეიტის არმიასაც აქვს.

განახლება: კუვეიტის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 მარტს რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟების წევრებმა კატაპულტირება შეძლეს და ევაკუაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

დღეს, 2 მარტს სააგენტოები AFP და Reuters-ი იუწყებოდნენ, რომ კვამლი იყო კუვეიტის დედაქალაქ ელ-კუვეიტის იმ რაიონშიც, სადაც აშშ-ის საელჩოა.

საელჩოს რაიმე თავდასხმის შესახებ არ განუცხადებია, თუმცა კუვეიტში მყოფი ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში ისევ არის რაკეტებით და დრონებით შეტევის საფრთხე, ამიტომ სახლში უნდა დარჩნენ და თავი ყველაზე უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

კუვეიტის შსს-მ 2 მარტს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ გამთენიისას კვლავ მოიგერიეს უპილოტო საფრენი აპარატები. მათი რიცხვი სამინისტროს არ დაუსახელებია.

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი მოკლეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net