Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026

მსოფლიო ეხმაურება აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს

0

აშშ-ის და ისრაელის ძალებმა დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქებზე, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწოდებს "მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებს".

ტრამპმა ირანის ხელისუფლების ძალებს დანებებისკენ მოუწოდა, ისრაელის მიერ გამოცხადებული "პრევენციული დარტყმის" ფონზე.

ამის პასუხად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მიზანში იღებს აშშ-ის ბაზებსა და ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, როგორც ნაწილს ოპერაციისა "მართალი დაპირება 4".

დარტყმებს წინ უძღოდა კვირების განმავლობაში გამოთქმული მუქარები, ისევე როგორც მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.

ირანზე განხორციელებულ იერიშებს საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურა - რეაქციებს BBC-მა მოუყარა თავი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სამხედრო ესკალაცია დაგმო და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ძირი ეთხრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

"აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ამაზე ირანის პასუხი რეგიონის მასშტაბით, ძირს უთხრის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, - ამბობს გუტერეში თავის განცხადებაში და დასძენს, - მე გამოვდივარ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტისა და დეესკალაციის მოწოდებებით. ეს თუ არ მოხდება, იქმნება საფრთხე უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტისა, რასაც მძიმე შედეგები ექნება სამოქალაქო მოსახლეობისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის".

28 თებერვალს, მოგვიანებით, დაინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ ალ-ბუსაიდი - რომელიც მიმდინარე კვირაში შუამავალი იყო აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში - ამბობს, რომ "გაოგნებულია".

"აქტიურ და სერიოზულ მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ გამოეთხარა ძირი", - წერს ის პლატფორმაზე X და აშშ-ის ეუბნება, რომ დარტყმები არ ემსახურება მათ ან გლობალური მშვიდობის ინტერესებს. "აშშ-ის ვთხოვ, უფრო მეტად აღარ იყოს ჩათრეული ამაში. ეს თქვენი ომი არ არის", - წერს ალ-ბუსაიდი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ დაგმო აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმები და მათ უწოდა "სრულიად არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმური". პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში არაყჩი ამბობს, რომ ტრამპმა ლოზუნგი "პირველ რიგში ამერიკა", გადააქცია "პირველ რიგში ისრაელად" - რაც ყოველთვის ნიშნავს ამერიკას ბოლო რიგში".

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ირანს მოუწოდებენ, მოლაპარაკებით იპოვოს ვითარებიდან გამოსავალი.

პლატფორმა X-ზე ლონდონში გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს სამი ქვეყანა ირანის რეჟიმს სისტემატურად მოუწოდებდა, დაესრულებინა ბირთვული და სარაკეტო პროგრამები, თავი შეეკავებინა "დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან" და შეეწყვიტა "შემზარავი ძალადობა და რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ".

"ჩვენ ამ დარტყმებში მონაწილეობა არ მიგვიღია", - ამბობს სამი ლიდერი და დასძენს, რომ კონტაქტზეა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან და ისრაელთან.

"ირანის ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, მოლაპარაკებით იპოვოს გამოსავალი. საბოლოო ანგარიშით, ირანელ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საუდის არაბეთმა გააკრიტიკა თეირანის საპასუხო დარტყმები ბაჰრეინზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კატარზე, იორდანიასა და ქუვეითზე და "ყველაზე მკაცრი ფორმით" დაგმო "ირანის აღვირახსნილი აგრესია".

საუდის არაბეთის "სამეფო სრულ სოლიდარობას და მყარ მხარდაჭერას უცხადებს მოძმე ქვეყნებს, და აცხადებს მზადყოფნას, მათ განკარგულებაში გადასცეს ყველა არსებული შესაძლებლობა იმ ზომებისთვის, რომლებიც მათ შესაძლოა გაატარონ", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.

რუსეთმა დაგმო ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმები და ამას უწოდა "უპასუხისმგებლო ნაბიჯი". "დარტყმები კვლავაც ხორციელდება მოლაპარაკების განახლებული პროცესის საფარის ქვეშ", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მხედველობაში აქვს გასულ კვირაში გამართული, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები.

კრემლის განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, შეაფასოს, მისი თქმით, "უპასუხისმგებლო ქმედებები, რომელთა მიზანია ძირის გამოთხრა მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის" რეგიონში.

მიუხედავად დიდი ბრიტანეთის განცხადებისა, რომ ის არ მონაწილეობდა აშშ-ისრაელის დარტყმებში, კირ სტარმერი ამბობს, რომ ბრიტანეთის თვითმფრინავები "დღეს ცაში არიან" ახლო აღმოსავლეთში, რაც არის ნაწილი "კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციებისა ჩვენი ხალხის, ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად".

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კაია კალასმა ბოლო მოვლენებს "სარისკო" უწოდა.

"ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოიღო და მხარს უჭერდა დიპლომატიურ გადაწყვეტებს, მათ შორის ბირთვულ საკითხზე", - წერს კალასი პლატფორმა X-ზე და დასძენს, რომ ელაპარაკა ისრაელის და რეგიონის სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. "პრიორიტეტია სამოქალაქო პირებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დაცვა", - ამბობს ის.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის ოფისი აცხადებს, რომ კონსულტაციებს გამართავს მოკავშირეებთან და რეგიონულ ლიდერებთან, რათა მხარი დაუჭიროს დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ბრაზილიის ხელისუფლებამ განცხადებაში დაგმო აშშ-ის და ისრაელის თავდასხმები და "ღრმა შეშფოთება" გამოხატა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის ნაბიჯებს, რათა ირანმა არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი და არ გააგრძელოს "საფრთხის შექმნა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net