Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026

ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა

0

ხუთშაბათს საღამოს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა.

საინფორმაციო არხმა TOLONews-მა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანის დარტყმების საპასუხოდ თალიბანმა ოპერაცია დაიწყო დურანდის ხაზზე, ხოსტის, პაქტიის, ნურისტანის პროვინციებსა და რამდენიმე სხვა რაიონში. ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ წყარომ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადა, რომ მოკლულია 10 პაკისტანელი ჯარისკაცი და დაკავებულია 13 პოსტი.

პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ თალიბანმა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში საზღვრის გასწვრივ რამდენიმე პუნქტზე არაპროვოცირებული ცეცხლი გახსნა, რაზეც პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა „დაუყოვნებლივ და ეფექტიანად უპასუხეს“. „წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთის მხრიდან დიდი დანაკარგებია, განადგურებულია მრავალი პოსტი და აღჭურვილობა“, - განაცხადა სამინისტრომ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მოშარაფ ზაიდიმ უარყო ინფორმაცია შეტაკებების დროს დანაკარგების შესახებ. „ამ დროისთვის არც ერთი პაკისტანელი ჯარისკაცი არ არის ტყვედ ჩავარდნილი და არც ერთი პაკისტანელი ჯარისკაცი არ არის დაღუპული“, - დაწერა მან სოციალურ მედია X-ში. ზაიდიმ ასევე დასძინა, რომ არცერთი პაკისტანური საგუშაგო არ არის დაკავებული ან დაზიანებული.

22 თებერვალს პაკისტანმა განაცხადა, რომ პროვინცია ხორასანში, დარტყმები განხორციელდა საზღვარზე მდებარე შვიდ ბანაკზე, რომლებიც დაჯგუფებებს - „ტეჰრიკ-ე-თალიბანსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა. ისლამაბადმა ისინი პაკისტანის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა, მათ შორის, თებერვლის დასაწყისში დედაქალაქში შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებებში. პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმები პაკისტანელმა თალიბებმა განახორციელეს „ავღანეთში მყოფი მათი ხელმძღვანელობისა და კურატორების“ მითითებით. იტყობინებოდნენ, რომ დარტყმების შედეგად დაჯგუფებების მინიმუმ 70 წევრი დაიღუპა.

თალიბანმა განაცხადა, რომ ათობით დაღუპულსა და დაჭრილს შორის ქალები და ბავშვები იყვნენ. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს.

26 თებერვალს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ფოლკერ ტიურკი ავღანეთსა და პაკისტანს შორის პოლიტიკური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა. გაეროს ავღანეთის დახმარების მისიის მონაცემებით, 2025 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში 70 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 478 დაიჭრა.

„ამ კვირაში კვლავ დაფიქსირდა მსხვერპლი - პაკისტანის საჰაერო დარტყმების შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა“, - თქვა ტიურკმა.

ქვეყნებს შორის 2611-კილომეტრიანი საზღვარი ცნობილია, როგორც დურანდის ხაზი, რომელსაც ავღანეთი ოფიციალურად არ აღიარებს.

პაკისტანი ავღანეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის იფარავს აკრძალული ორგანიზაცია „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ წევრებს. ისლამაბადი აცხადებს, რომ ჯგუფი პაკისტანის ტერიტორიაზე სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს. ქაბული უარყოფს ბრალდებებს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net