Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25
26
27
28

„პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი" - ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში

0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ოთხი წლისთავის წინ ინტერვიუ მისცა ბრიტანული BBC-ს ჟურნალისტ ჯერემი ბოუენს. პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნების შესრულებას და სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

24 თებერვალს ოთხი წელი შესრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რომელმაც ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი“ და ახლა საკითხავია, რამდენად შეუძლია ამა თუ იმ ტერიტორიის დაპყრობა და როგორ უნდა შეაჩერონ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინს უკან დახევას აიძულებს.სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება.

ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს თავისი მშვიდობა მოიტანოს და ადამიანების ცხოვრება შეცვალოს ისე, როგორც მას მოსწონს.

შეკითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთის მოთხოვნას უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ გონივრული ეწოდოს, თუ შედეგად მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ ტერიტორიებს უყურებს არა მხოლოდ როგორც მიწას, მათი დატოვება ნიშნავს პოზიციების შესუსტებას, ასეულობით ათასი ადამიანის მიტოვებას და საზოგადოების დაყოფას.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს სჭირდება პაუზა, რათა რამდენიმე წელიწადში ძალები აღიდგინოს, არავინ იცის, ამის შემდეგ კიდევ საით წავა, მაგრამ გაგრძელება რომ მოუნდება, ეს ფაქტია.

ბევრი ანალიტიკოსი და არა მხოლოდ თეთრ სახლში, მიიჩნევს, რომ უკრაინა ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს და დამარცხდება, თუ მოსკოვთან დათმობებს არ დასთანხმდება. ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია.

BBC-ს შეკითხვას, როგორი იქნება ეს გამარჯვება, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ნიშნავს უკრაინელების დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებასთან და ადამიანების მკვლელობის შეწყვეტას, მაგრამ გაცილებით ფართო გაგებით გამარჯვებაა პუტინისგან მომდინარე გლობალური საფრთხის აღმოფხვრა. ზელენსკის განცხადებით, დღეს პუტინის შეჩერება და მისთვის უკრაინის ოკუპირების შესაძლებლობის არმიცემა მსოფლიოს გამარჯვება იქნება.

რაც შეეხება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამას აუცილებლად გააკეთებენ და დროის საკითხია.

2026 წლის იანვრის ბოლოდან მიმდინარეობს უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.

უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში დემილიტარიზებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, თუმცა გაურკვეველია, ვისი სუვერენიტეტი უნდა გავრცელდეს ამ ზონაზე.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net