Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

საპროტესტო აქცია დედაენის ბაღში: "სტუდენტებმა უნდა დაიცვან თავიანთი უნივერსიტეტები“

0

"დაიცავი განათლება!" - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია დედაენის ბაღში, სადაც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელსაც, მათი თქმით, ე.წ. განათლების რეფორმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ქართული ენა ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს მთავარი მარკერია და ამიტომ სად უნდა შევიკრიბოთ თუ არა დედაენის ბაღში, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, - ამ ენაზე გვინდა განვითარდეს ქართული მეცნიერება. ჩვენ სწორედ ამას გვიკრძალავენ, რომ ჩვენთან არ იყოს მეცნიერება. უნდა ნახოთ, თუნდაც ქართული ენის სწავლების რამდენი პროგრამა აკრძალეს. სოხუმის უნივერსიტეტს აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ექნება ქართული ენის სწავლების უფლება. ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს: გვინდა ავტონომიური უნივერსიტეტი. რას ნიშნავს ავტონომიურობა? როცა სასწავლებელი თვითონ წყვეტს პოლიტიკას, თვითონ წყვეტს რა სისტემით იმუშაოს. თვითონ განკარგავს თავის ბიუჯეტს და აქვს მთავარი - პროფესიული თავისუფლება. და კიდევ, უნივერსიტეტებს სტუდენტები უნდა ირჩევენ პროფესორების მიხედვით. აქ კიდევ უნდათ, ბიძინას რაც მოუნდება, ის აირჩიონ. მხოლოდ და მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყნებში მართავს უნივერსიტეტებს მთავრობა. ჩვენ დღეს ვდგავართ ქართული სახელმწიფოს დაკარგვის ზღვარზე“.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა მონაწილე, სტუდენტი სალომე ზაზანიშვილი ამბობს, რომ დედაენის ბაღში შეკრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს:

„1978 წელს სწორედ ქართულ ენას იცავდნენ ქართული სტუდენტები და მოქალაქეები და ამ დაცვაში მხოლოდ ენა არ იგულისხმება, ასევე იგულისხმება იდენტობა, ისტორია, წარსული, რომლითაც მოვედით აქამდე. დამოუკიდებლობის ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი ენა. დღესაც იგივე საფრთხის წინაშე დგას ქართული განათლება, რომელსაც აკარგვინებენ იდენტობას, რომელიც მთლიანად დგას დამოუკიდებლობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და სტუდენტების, აკადემიური სივრცის ხედვაზე. ამ ე.წ. რეფორმაში არ არის გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების - სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების აზრით. ჩვენ გვიჭირდება განათლების ისეთი სისტემა, სადაც ღირებული იქმნება ჩვენი სიტყვა. სტუდენტები უნდა გამოვიდნენ და დაიცვან თავიანთი უნივერსიტეტები“.

12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მნიშვნელოვნად იკვეცება უნივერსიტეტების პროგრამები, განსაკუთრებით კი ილიას უნივერსიტეტისა, რომელიც არსებული პროგრამების 92%-ს კარგავს.

უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას.

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას; ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს; ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე. ჩვენ, ილიაუნის კურსდამთავრებულები, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება; უზრუნველყოფილ იქნეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლეს განათლებას; დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 14 თებერვალს ილიაუნის კურსდამთავრებულებმა გაავრცელეს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net