Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ნავალნი ბაყაყის შხამით მოწამლეს - ამ დასკვნამდე მივიდა ხუთი ევროპული ქვეყანა

0

„ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა ეპიბატიდინით მოწამვლის შედეგად, რომელიც სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან ამოღებული შხამია“ - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების ქვეყნის ექსპერტები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალები დამოუკიდებლად შეისწავლეს.

BBC-ის ცნობით, ეს ტოქსიკური ნივთიერება რამდენიმე დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ გარდაცვლილი პოლიტიკოსის ბიომასალების ნიმუშებში აღმოაჩინა, რომელთა საზღვარგარეთ გატანა მისმა ოჯახმა შეძლო.

„დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

„ეპიბატიდინი არის ტოქსინი, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში მობინადრე შხამიანი ბაყაყები გამოყოფენ. ის რუსეთში ბუნებრივად არ გვხვდება“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„რუსეთი აცხადებს, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და აღწერილი სიმპტომების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ეს იყო მისი გარდაცვალების მიზეზი. ნავალნი ციხეში გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, ეს შხამი მასზე გამოეყენებინა. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ქიმიური იარაღის კონვენციის განმეორებითი უგულებელყოფა აშკარაა'', - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ უკვე აცნობეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ.

კრემლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე.

რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ 2013 წელს რუსი მკვლევარების ჯგუფმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი ეპიბატიდინის ეფექტური სინთეზირების მეთოდის შესახებ. ნაშრომში ეს საშიში ტოქსინი წარმოდგენილია, როგორც არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც აქვს მაღალი ტკივილგამაყუჩებელი აქტივობა და არ იწვევს დამოკიდებულებას. ნაშრომის ხუთი ავტორიდან სამი ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის (ГосНИИОХТ) თანამშრომელია. ამ ინსტიტუტის ბაზაზე 1970-იან წლებში შემუშავდა ქიმიური საბრძოლო აგენტების „ნოვიჩოკის“ სერია. 2020 წელს ევროკავშირმა და აშშ-მ ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რისი მიზეზიც, იმავე წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლა გახდა. 2023 წელს იგივე ინსტიტუტი უკრაინის და კანადის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა - რუსეთის სამხედროებისთვის ტექნოლოგიების მიწოდების გამო.

პოლიტიკოსის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ, სოციალურ პლატფორმა X-ზე მადლობა გადაუხადა ევროპულ ქვეყნებს მათი შრომისმოყვარეობისა და სიმართლის გამოვლენისთვის.

"ხუთი ევროპული ქვეყნის მეცნიერებმა დაადგინეს: ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს ეპიბატიდინით - ნეიროტოქსინით, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი შხამით... ის იწვევს დამბლას, სუნთქვის გაჩერებას და მტკივნეულ სიკვდილს. პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მოწამლეს, მაგრამ ახლა არსებობს მტკიცებულება: პუტინმა ალექსეი ქიმიური იარაღით მოკლა", - წერს ნავალნის ქვრივი.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი, ორი წლის წინ, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა კოლონიაში ყოფნის შემდეგ, რუსეთის ჩრდილოეთში, ხარპის კოლონიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - 2025 წელს.

ნავალნის ქვრივმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ მისი ქმარი მოწამლეს.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს მოწამვლასთან რაიმე კავშირს და აცხადებს, რომ ნავალნი ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net