Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ირანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადამცველს

0

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკკვეთა მიუსაჯა ცნობილ უფლებადამცველს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ნარგეს მოჰამადის. ადვოკატის ინფორმაციით მოჰამადი ორი მუხლით გაასამართლეს.

53 წლის ნარგეს მოჰამადი ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2025 წლის 11 დეკემბერს დააკავეს ქალაქ მეშჰედში, სადაც პატივს მიაგებდნენ 2023 წელს გარდაცვლილი იურისტისა და უფლებადამცველის, ხოსრო ალიკორდის ხსოვნას.2026 წლის თებერვლის დასაწყისში ნარგეს მოჰამადიმ შიმშილობა გამოაცხადა უკანონოდ დაკავებისა და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში აუტანელი პირობებისადმი პროტესტის ნიშნად.ნარგეს მოჰამადის ადვოკატმა, მოსტაფა ნილიმ 8 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოჰამადის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ „შეთქმულების” ბრალდებით და 1,5 წლით - „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის”.

გარდა ამისა, ნარგეს მოჰამადის ორი წლით აუკრძალეს ირანიდან გასვლა და ორი წლის განმავლობაში შიდა გადასახლებაში უნდა იყოს ირანის ქალაქ ხუსფში.

ადვოკატის ინფორმაციით, ნარგეს მოჰამადიმ იზოლატორიდან დაურეკა და აცნობა, რომ განაჩენი უკვე გამოუტანეს, უამბო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულიც იყო, მაგრამ როცა სიტუაციის აღწერა დაიწყო, სატელეფონო საუბარი შეწყდა.

ადვოკატ მოსტაფა ნილის განცხადებით, ნარგეს მოჰამადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით გირაოთი უნდა გათავისუფლდეს შესაბამისი მკურნალობის მიზნით.

პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი 1998 წლიდან ბოლო დაპატიმრებამდე 13-ჯერ იყო დაკავებული. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოჰამადი ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში, 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადმაცველი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი.2021 წელს ნარგეს მოჰამადი „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის“ გაასამართლეს და 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წელს ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოჰამადი გადაეყვანა საავადმყოფოში, სადაც მას გულსისხლძარღვთა პრობლემა აღმოუჩინეს. გარდა ამისა, მოჰამადის ძვლის ნაწილი ამოუღეს ფეხიდან, სადაც სიმსივნური წარმონაქმნი იყო. 2024 წლის დეკემბერში ნარეგს მოჰამადი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს.

2023 წელს ნარგეს მოჰამადის მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა.უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს(ოფისი აშშ-ში) მონაცემებით, 8 თებერვლის მდგომარეობით დადასტურებულია 6961 ადამიანის სიკვდილი და 51 465-ის დაპატიმრება.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net