Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ირანში აკავებენ ცნობილ აქტივისტებსა და ხელოვანებს

0

ირანული ყოველდღიური გამოცემის, Shargh-ის ცნობით, დააკავეს ცნობილი ირანელი აქტივისტი, გორბან ბეჰზადიან-ნეჟადი, ირანის ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადების მხარდაჭერისთვის, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობის ფონზე დაიწერა.

„ჩვენ ვითხოვთ თავისუფალი და გამჭვირვალე რეფერენდუმის ჩატარებას… ეროვნული და ინკლუზიური მთავრობის შექმნისა და დემოკრატიული გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორიცაა ირანელი ოპოზიციონერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მირ ჰოსეინ მუსავი. ის 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება.

ბეჰზადიან-ნეჟადი, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მირ ჰოსეინ მუსავის საარჩევნო კამპანიის წევრი იყო, „დღეს შუადღეს საკუთარ სახლში დააკავეს“, - დაწერა 7 თებერვალს გამოცემა Shargh-მა.

მის დაკავებას წინ უძღოდა იმ ირანელი საზოგადო მოღვაწეების დაკავების სერია, რომლებმაც მუსავის ამ განცხადებას დაუჭირეს მხარი. დაკავებულთა შორისაა კინორეჟისორი მეჰდი მაჰმუდიანი - ფილმის თანაავტორი, რომელმაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.

2025 წლის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა. მოკლული და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი.

უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს 7 თებერვლის მონაცემების თანახმად, ირანში, საპროტესტო აქციების დროს დადასტურებულია 6961 ადამიანის დაღუპვა, კიდევ 11 630 შემხვევა მოწმდება; დაშავდა 11000-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულია 51 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 112 სტუდენტი. სხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველა ცნობაში ლაპარაკია ათასობით მსხვერპლზე.

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 2986 ადამიანი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net