Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2026
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ტრამპი ამბობს, რომ ირანი ვაშინგტონთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს

0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.

ეს განცხადება მან გააკეთა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლებისა და „მასიური არმადის“ მუქარის ფონზე.

„თეირანი ჩვენთან საუბრობს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ, რა მოხდება… იქ დიდი ფლოტი მიემართება“, - უთხრა ტრამპმა Fox News-ს 31 იანვარს და დასძინა: „ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.“

მოგვიანებით, Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ „ისინი ჩვენთან საუბრობენ - სერიოზულად საუბრობენ“. ამ ეტაპზე, უცნობია, რა ფორმატითა და რა პირობებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას შესაძლო სამხედრო დარტყმების შესახებ არ გაუფრთხილებია რეგიონში შეშფოთებული მოკავშირეები. მან ეს უსაფრთხოების მოსაზრებებით ახსნა.

„ჩვენ მათ გეგმას ვერ გავუმხელთ. მე რომ მათ გეგმის შესახებ ვუთხრა, ეს თითქმის ისეთივე ცუდი იქნებოდა, როგორც თქვენთვის [მედიისთვის] გეგმის თქმა - შეიძლება კიდევ უფრო უარესი“, - განაცხადა მან.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ, 31 იანვარს, პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობა წინ მიდის.

„მედიის ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო ომის ფონზე გავრცელებული განწყობების მიუხედავად, მოლაპარაკებების სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში. დამატებით დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.

ტრამპი საჯაროდ მკაცრ პოზიციას იკავებს ირანის ავტორიტარული მმართველების მიმართ, იმ ფონზე, როცა თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივი ჩახშობა მიმდინარეობს.

29 იანვარს მან თქვა, რომ ირანმა უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამა და შეწყვიტოს „მომიტინგეების მკვლელობა“, და აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნები ირანელ ოფიციალურ პირებს უკვე გადაეცათ.

2025 წლის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა. მოკლული და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი.უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს(ოფისი აშშ-ში) მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადასტურებულია 6221 ადამიანის სიკვდილი. მათგან 5 858 საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, 100 - არასრულწლოვანი, 49 - მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ და 214 - სამთავრობო ძალების სამხედროები.უფლებადამცველთა თანახმად, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, დაპატიმრებულების კი 42 ათასს აჭარბებს.ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გაგზავნა სამხედრო გემების ჯგუფი. მისი ფლაგმანია ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, რომლის ბორტზეც რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავია.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net