Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026

"გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით"- ნიდერლანდების საგარეო "მოსკოვის მექანიზმზე"

0

ნიდერლანდების საელჩო საქართველშო სოციალურ ქსელში ავრცელებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 იანვრის განცხადებას, რომელიც შეეხება ეუთოს მონაწილე 24 ქვეყნის გადაწყვეტილებას აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი", რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.

"ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში,

ნიდერლანდები მოელის, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ "ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას."

„ფაქტების დამდგენი მისია“, შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

უფლებადამცველების შეფასებით, ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ეუთოს ქვეყნების გადმოსახედიდან „საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში“ გადადის.

ინიციატორი ქვეყნები არიან ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

"ეს ინიციატივა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომ რადიკალებს საკვები და სალაპარაკო თემა მუდმივად მისცენ“, - უპასუხა სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ჟრნალისტებს , დღეს 30 აინვას საკითხის კომენტირებისას.

მისი სიტყვებით მზად არიან დიალოგისთვის, "რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ". ამასთან პაპუაშვილის შეფასებით, ეს მორიგი მაგალითია ბრიუსელის მხრიდან იმისა "თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვისა და დამორჩილებისთვის ამგვარი ორგანიზაციების (ეუთოს რედ.) გამოყენება, სწორედ ეს არის ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია".






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net