Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

FT: აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს დონბასის დათმობის შემთხვევაში

0

აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას უკავშირებს კიევის მიერ რუსეთისთვის დონბასის დათმობას. ამის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ რვა წყაროზე დაყრდნობით წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

წყაროთა თანახმად, თუ უკრაინა დასთანხმდება ამ რეგიონში მის მიერ კონტროლირებული რაიონებიდან ჯარების გაყვანას, ვაშინგტონმა შესაძლოა, გაზარდოს მშვიდობიან პერიოდში უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდება.

ამასთან, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, გაურკვეველია, აიღებს თუ არა აშშ რაიმე ფორმალურ ვალდებულებას. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს უთხრა, რომ აშშ ყოველ ჯერზე ჩერდება, როცა საქმე ეხება უსაფრთხოების გარანტიების ხელმოწერას.

ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ანა კელიმ. მისი განცხადებით, სამშვიდობო პროცესში აშშ-ის ერთადერთი როლი შეთანხმების მისაღწევად მხარეთა დაახლოებაა.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, რომელიც უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, Financial Times-ის პუბლიკაციას 27 იანვარს გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებული პოსტით. „დონბასიდან ჯარების გაყვანა არის გზა მშვიდობისკენ უკრაინაში“, - დაწერა დმიტრიევმა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ ტერიტორიების დათმობას ვერ დასთანხმდებიან.

25 იანვარს ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „ასი პროცენტით მზად არის" და კიევი ელოდება პარტნიორების მზადყოფნას, დანიშნოს ხელმოწერის თარიღი და ადგილი.

უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა.

სამმხრივი მოლაპარაკება უახლოეს დღეებში უნდა გაგრძელდეს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 26 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთისთვის „ტერიტორიულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს“.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net