Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

დონალდ ტრამპმა გააუქმა "მშვიდობის საბჭოში" კანადის პრემიერ-მინისტრის მოწვევა

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ აუქმებს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთვის "მშვიდობის საბჭოში" გაგზავნილ მოწვევას.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კარნი, ნება მიბოძეთ, ეს წერილი იყოს დადასტურება იმისა, რომ მშვიდობის საბჭო აუქმებს თქვენს მოწვევას კანადის წევრობასთან დაკავშირებით ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში, რომელიც კი ოდესმე შეკრებილა. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!" - დონალდ ჯ. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიქცია რამდენიმე დღის წინ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

“ყოველდღე ახალი მოვლენა შეგვახსენებს, რომ დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ. რომ კანონიერებაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი სრულდება. რომ „ძლიერები იმას სჩადიან, რაც შეუძლიათ, სუსტები კი მოსათმენს ითმენენ, - თქვა მარკ კარნიმ, - საშუალო ზომის ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან თუ მაგიდასთან არ ზიხარ, მაშინ კერძი ხარ დიდების მენიუში.”

კარნის თქმით, ბევრი ქვეყანა ცდილობს „ადაპტაციას, რათა თავიდან აიცილოს პრობლემები იმ იმედით, რომ ეს უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ეს არ მოხდება“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ფორუმის მონაწილეები მარკ კარნის ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციები გაუმართეს. როგორც გამოცემა NYT აღნიშნავს, კანადის პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში დონალდ ტრამპი ერთხელაც არ ახსენა, მაგრამ მისი გამოსვლა აღიქვეს, როგორც მზადყოფნა, დაუპირისპირდეს აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს.

22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო ორგანოს, "მშვიდობის საბჭოს" წესდების ხელმოწერის ცერემონია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ინდონეზიის, უნგრეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიიღეს ტრამპის მოწვევა "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად. ღონისძიებას არ ესწრებოდა რამდენიმე ქვეყნის ის ლიდერი, რომელიც მიწვევას დათანხმდა, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა. სულ წესდებას ცერემონიაზე ხელი 18-მა სახელმწიფომ მოაწერა, საბჭოს თავმჯდომარე გახდა თავად დონალდ ტრამპი.

თავდაპირველად ორგანიზაცია ღაზის სექტორის მართვის კოორდინაციისა და აღდგენის მიზანს ისახავდა. თუმცა წესდებაში ნათქვამია, რომ "მშვიდობის საბჭო" ასევე განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.

საბჭოში მონაწილეობაზე ამ დროისთვის თანხმობა 35-მდე ქვეყანას აქვს დადასტურებული. ტრამპმა მონაწილეობა შესთავაზა 50-ზე მეტ სახელმწიფოს. მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net