Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25
26
27
28
29
30
31

ირანის რევოლუციური გვარდია აშშ-ს აფრთხილებს, რომ “თითი ჩახმახზე” აქვს

0
ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა 22 იანვარს ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ მათ „თითი ჩახმახზე“ აქვთ მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რის ფონზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებებით კვლავ დაინტერესებული ჩანს.

ტრამპმა არაერთხელ დატოვა ღიად ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების
შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მხარი დაუჭირა და შეუერთდა ისრაელის 12-დღიან ომს ირანის წინააღმდეგ ივნისში, რომელიც მიზნად ისახავდა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების განადგურებას.

დეკემბრის ბოლოს დაწყებულმა ორკვირიანმა საპროტესტო აქციებმა ირანში შეარყია სასულიერო ლიდერები უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, თუმცა გამოსვლები ჩაახშეს, რასაც აქტივისტების თქმით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და რომელსაც თან ახლდა ინტერნეტის უპრეცედენტო გათიშვა.

თეირანის წინააღმდეგ ამერიკის დაუყოვნებელი ქმედებების პერსპექტივა, როგორც ჩანს, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირდა და ორივე მხარე დიპლომატიისთვის შესაძლებლობის მიცემას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპი ჯერ კიდევ განიხილავს ვარიანტებს.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა გასულ წელს ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა, რათა ხელი შეეშალა თეირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნაში.
ირანი უარყოფს, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბომბის შექმნას ისახავს მიზნად.

„ამას ვერ დავუშვებთ“, - თქვა ირანმა და დასძინა: „და ირანს სურს საუბარი და ჩვენ ვისაუბრებთ“.

ცვალებადი რიტორიკით აღსავსე დაპირისპირების დროს, ტრამპმა 20 იანვარს ირანის ლიდერები გააფრთხილა, რომ აშშ „მათ აღგვიდა პირისაგან მიწისა“, თუ მის სიცოცხლეზე რაიმე თავდასხმა მოხდებოდა ხამენეის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ.



ირანის გვარდიის მეთაურმა, გენერალმა მოჰამად ფაქფურმა, ისრაელი და შეერთებული შტატები გააფრთხილა, „მოერიდონ ნებისმიერ წინდაუხედაობას, ისწავლონ ისტორიული, ასევე 12-დღიანი თავსმოხვეული ომის დროს მიღებული გამოცდილებიდან, რათა უფრო მტკივნეულ და სამწუხარო ბედს არ ეწიონ“.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და ძვირფას ირანს თითი ჩახმახზე უჭირავთ, უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე ოდესმე, მზად არიან შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებები და ზომები - ლიდერისა, რომელიც მათ საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია“, - თქვა მან.
მისი კომენტარები გამოქვეყნდა წერილობით განცხადებაში.


აქტივისტები გვარდიას ადანაშაულებენ წამყვანი როლის შესრულებაში საპროტესტო აქციების სასიკვდილო დარბევის დროს. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული დასავლეთის არაერთ ქვეყანაში.
გვარდიის მეთაურის თანამდებობა ფაფქურმა გასულ წელს დაიკავა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ჰოსეინ სალამი 12-დღიანი ომის დროს ისრაელის დარტყმის შედეგად დაღუპული რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ფიგურიდან ერთ-ერთი იყო.

სამშაბათს, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, განაცხადა, რომ ირანი თავდასხმის შემთხვევაში უკან არ დაიხევს, თუმცა დასძინა, რომ ის „ყოველთვის მზად იყო რეალური და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“.

საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა პირველი ოფიციალური მონაცემები ირანის ხელისუფლებამ 21 იანვარს გამოაცხადა. მათი რიცხვი 3117-ს უდრის.

"ირანის მოწამეთა და ვეტერანთა ფონდის" განცხადებაში განსაზღვრული იყო განსხვავება „მოწამეებს“, რომლებიც, მისი თქმით, უსაფრთხოების ძალების წევრები ან უდანაშაულო გამვლელები იყვნენ, და მათ შორის, რომელთაც ის „მეამბოხეებს“ უწოდებს და რომელთაც აშშ უჭერს მხარს. ირანის ოფიციალური ცნობით, 3 117 დაღუპულიდან 2 427 “მოწამე” იყო.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოწვეული იყო უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების მიმართულებით პირდაპირი ცეცხლის გახსნით და რომ
დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

მსხვერპლის რიცხვის დადასტურების მცდელობებს აფერხებდა ინტერნეტის სრული გათიშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ „ირანელი ხალხის მომავალი მხოლოდ რეჟიმის შეცვლაშია“ და დასძინა, რომ „აიათოლას რეჟიმი საკმაოდ მყიფე ერთობ არამყარ მდგომარეობაშია“.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net