Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი: ზელენსკის „არა აქვს კარტები“, მაგრამ მოეპოვება „ერთი რამ“ - თავად დონალდ ტრამპი

0

The New York Times-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არა აქვს კარტები“, ანუ რუსეთთან დაპირისპირებაში სუსტ პოზიციაშია. თუმცა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის მაინც მოეპოვება „ერთი რამ“ და ეს თავად დონალდ ტრამპია.

„მას კარტები არა აქვს. მას კარტები არ ჰქონდა პირველივე დღიდან“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „დონალდ ტრამპის გარეშე ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და ეს მან იცის, ევროპელმა ლიდერებმაც იციან და ყველამ იცის“. ტრამპი ადრე არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ის 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო ჯო ბაიდენის ნაცვლად, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა, ხოლო მას რომ არ დაეწყო უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს და შემდეგ 2025 წელს ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო, რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის მთელი ტერიტორია ექნებოდა ოკუპირებული.

ტრამპის მტკიცება, რომ უკრაინას „კარტები არა აქვს“, გულისხმობდა, რომ კიევი დათმობებზე უნდა წავიდეს და შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმებს დასთანხმდეს. შარშან თებერვალში თეთრ სახლში შეხვედრის დროს ამ შენიშვნის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ბანქოს არ თამაშობს“. ის შეხვედრა ცხარე კამათით და, ფაქტობრივად, სკანდალით დასრულდა. ლიდერებმა შემდგომში ურთიერთობების აღდგენა მოახერხეს და მას შემდეგ ტრამპი ზელენსკის რამდენჯერმე შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს დახმარებისა და სამშვიდობო ძალისხმევისთვის, თუმცა ნათლად აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და პირადად ტრამპის მიერ წარდგენილ ყველა წინადადებას არ ეთანხმება.

იმავე ინტერვიუდან ადრე გამოქვეყნებულ ნაწყვეტებში ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გასცეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მზადყოფნა ეფუძნება მის რწმენას, რომ რუსეთი უკრაინას აღარ დაესხმება თავს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების შეთანხმების პროექტმა „ისტორიულ დონეს მიაღწია“ და რომ მან თავის გუნდს დაავალა მისი დასრულება უმაღლეს დონეზე შესაძლო ხელმოწერისთვის - ანუ ტრამპთან შეხვედრაზე. შესაძლო შეხვედრის თარიღის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net