Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი გრენლანდიის თავდაცვაზე: მარხილში შებმული ორი ძაღლია

0

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ გრენლანდიას შეერთებული შტატები "არ წაიღებს", ამის გაკეთებას შეძლებენ რუსეთი ან ჩინეთი, ვინაიდან, როგორც ტრამპმა თქვა, კუნძულს ფაქტობრივად არ გააჩნია თავდაცვა.

"თავისი არსით მათი თავდაცვა მარხილში შებმული ორი ძაღლია, იცით ამის შესახებ? იცით რა არის მათი თავდაცვა? - მარხილში შებმული ორი ძაღლი", - უთხრა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს.

ტრამპის თქმით, გრენლანდიას ურჩევნია გარიგების დადება, რათა არ დაუშვას მოსკოვისა და პეკინის გავლენის გაძლიერება.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, საუბარია სწორად იმაზე, რომ აშშ-მა "წაიღოს" გრენლანდია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მტკიცებით, ამას რუსეთი და ჩინეთი იზამენ. "ეს ვერ მოხდება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ", - თქვა ტრამპმა.

ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის აუცილებლობას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით ხსნის.

ამერიკელი ჯარისკაცები უკვე იმყოფებიან გრენლანდიაში დანიასთან შეთანხმებების საფუძველზე. თუმცა ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

დანია და ევროკავშირის ქვეყნები დიდი შეშფოთებით აკვირდებიან ტრამპის და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების უახლეს განცხადებებს. გასულ კვირაში ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა და გაერთიანებულმა სამეფომ - ნატოში აშშ-ის მოკავშირეებმა - გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნეს არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, მაგრამ დაჟინებით მოითხოვეს, რომ მხოლოდ დანიას და გრენლანდიას შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ კუნძულის ბედი. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიაში ძალის გამოყენება ნატოს დასასრულს ნიშნავს.

გრენლანდიის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს: „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კუნძულის მომავალს მხოლოდ მისი მაცხოვრებლები გადაწყვეტენ გარე ჩარევის გარეშე. დეკლარაციას ხელი მოაწერეს როგორც დამოუკიდებლობის მომხრეებმა, ასევე დანიასთან კავშირების შენარჩუნების მხარდამჭერებმა.

გრენლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 57 000-ია, ძირითადად ესენი არიან ინუიტები (გრენლანდიელი ინუიტების მოძველებული სახელი, რომელთა მშობლიური სახელია კალაალიტი), არიან ასევე წარმოშობით დანიელები და ისლანდიელები.

მარხილში შებმული ძაღლები, რომლებზეც ტრამპი საუბრობს, ეკუთვნის დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ელიტურ დანაყოფ „სირიუსს“, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდიდან გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით პატრულირებს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net