Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი აპირებს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე ილონ მასკს დაელაპარაკოს

0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს დაელაპარაკოს ილონ მასკს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას უპასუხა შესაბამის კითხვაზე.

„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვაზე, ითანამშრომლებდა თუ არა მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან, ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტური ინტერნეტსერვისის შეთავაზებაზე.

მასკს და მის კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ტრამპსა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები ცვალებადია.

ირანის ხელისუფლებამ, მძლავრი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე, ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.

ილონ მასკი ირანელებისთვის Starlink-ის მომსახურების შეთავაზებას მანამდეც ემხრობოდა, მათ შორის 2022 წლის აქციებისას, რომლებიც მაშინ მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს. მაშინ მასკი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებსაც მართავდა.

ირანში მე-16 დღეა დემონსტრაციებია, არის მსხვერპლი. უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ირანის ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტრანტების დაპატიმრებებისა და მათზე ძალადობის შესახებ.

11 იანვარს ნორვეგიაში განთავსებულმა ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია, სულ მცირე, 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა არასრულწლოვანი იყო.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.

ძალადობის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც ირანის ხელისუფლებამ თავის მომხრეებს მოუწოდა, 12 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა აქციებში, რათა დაგმონ, ხელისუფლების ტერმინოლოგიით, "ტერორისტული ქმედებები აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან".

აქციებს ბიძგი მისცა ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ და ფულის ეროვნული ერთეულის ვარდნამ - დემონსტრაციები მალევე გადაიქცა ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net