Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Euronews Georgia საქართველოს ამბების გაშუქებას წყვეტს

0
"ევრონიუს ჯორჯიას" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაყურებელს მიაწვდიან მხოლოდ "ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ" Euronews-ის საერთაშორისო კონტენტს.
"ევრონიუს ჯორჯიამ" მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო და საერთაშორისო ახალ ამბებთან ერთად აუდიტორიას აწვდიდა ცნობებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Euronews-ი რეგულალურად აფასებს სარედაქციო, საოპერაციო და ბიზნესმოდელებს აუდიტორიის მოლოდინებთან, ინტერესებთან და "საერთაშორისო მედიის განვითარების ფართო ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად".
შესაბამისად, "ქართული სარედაქციო გუნდი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას Euronews-ის სათაო ოფისთან, რათა ეს ევოლუცია განხორციელდეს Euronews-ის გლობალური სარედაქციო ხედვის, ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
მიზანი კვლავაც უცვლელია – აუდიტორიისთვის სანდო, რელევანტური და ხელმისაწვდომი საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტის შეთავაზება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებულია სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული "ტენდენციები".
"ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შპს “სილქ მედიასა” და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია “ევრონიუსს” შორის პარტნიორული ხელშეკრულება 2019 წლის 25 ივლისს გაფორმდა. საქართველო იყო მესამე ქვეყანა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც "ევრონიუს"-მა თავის წარმომადგენლობა დააფუძნა ფრანშიზის ფორმით.
როგორც კომპანიის საქმიანობის აღწერაში ვკითხულობთ: "ევრონიუსი“, მისი ჟურნალისტების შექმნილ სიუჟეტებს უზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული ამბებიც ემატება. მეორე მხრივ, „ევრონიუსის“ ეთერში მუდმივად გადის საქართველოში მომზადებული სიჟეტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას ასახავს".
გიორგი რამიშვილიმა "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, 2019 წელს „Euronews Georgia-ს" დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა: "მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე" . უკვე მაუწყებლობის დაწყებისას, 2020 წელს, განაცხადა რომ "დარწმუნებულია" "ევრონიუს ჯორჯიას" მაუწყებლობის დაწყება "სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის".
58 წლის გიორგი რამიშვილი (ზარალა) არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთში იმყოფება, საქართველოში წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.


გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.
ცოტა ხნის წინ, დეკემბრის შუა რიცხვებში, გიორგი რამიშვილი თბილისში მასპინძლობდა იმჟამად ნიუ-იორკის მოქმედ მერს ერიკ ადამს. რომელთან ერთადაც თბილისის სასტუმრო "ტელეგრაფში" სპეციალური სივრცე New York City Suite გახსნა.
„სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“„არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.გიორგი რამიშვილი, 2025 წლის ივნისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ის მალევე გაათავისუფლლეს 70 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net