Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ-მა დააკავა ტანკერი Olina, რომელსაც სანქციები ეხება - როგორც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილს

0

აშშ-ის სანაპირო დაცვამ 9 იანვარს ჩაატარა ოპერაცია კიდევ ერთი - მიმდინარე კვირაში უკვე მეხუთე - ტანკერის დასაკავებლად, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ერთად.

როგორც იუწყებიან, ტანკერი Olina იმყოფება კარიბის ზღვაში, ტრინიდადის ნაპირთან ახლოს. გამოცემა WSJ-ის თანახმად, სანაპირო დაცვის თანამშრომლები გადასხდნენ აღმოსავლეთი ტიმორის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ბორტზე.

ტანკერი უწინ ატარებდა სახელს Minerva M და ის შეყვანილი იყო აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების ნუსხებში - რუსეთის ნავთობის გადატანისთვის, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში. Reuters-ის წყარო ამბობს, რომ ტანკერი ახლახან გავიდა ვენესუელის პორტიდან, სავარაუდოდ ნავთობის ტვირთით. ჯერჯერობით უცნობია ტანკერი საით მიემართებოდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეკემბერში "სრული ბლოკადა" გამოუცხადა სანქციების ქვეშ მოხვედრილ, ვენესუელის პორტებისკენ, ან ამ პორტებიდან მომავალ ყველა ტანკერს, ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს ხუთი ტანკერი - მათ შორის Olina და რუსეთის დროშით მცურავი Marinera.

როგორც გამოცემა The New York Times-ი 9 იანვარს წერს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ამჟამად ატლანტის ოკეანეში მისდევენ სანქციების ქვეშ მყოფ ნავთობის რამდენიმე ტანკერს, რომლებმაც კვირის დასაწყისში დატოვეს ვენესუელის წყლები.

ხომალდები, რომელთა უმრავლესობაც ნავთობითაა დატვირთული, ხმელეთიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მიცურავენ, და, სავარაუდოდ, მიემართებიან აღმოსავლეთით, აფრიკისა და ევროპის მიმართულებით. გამოცემის ვარაუდით, ამჟამად ატლანტის ოკეანეში მყოფი ტანკერთა ჯგუფი კოორდინირებულად შეეცადა თავი აერიდებინა ბლოკადისთვის და საამისოდ ვენესუელის წყლები ერთობლივად დატოვა.

7 იანვარს აშშ-მა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებული დევნის შემდეგ დააკავა ტანკერი Marinera. ეკიპაჟის დაკავებულ წევრებს შორის რუსეთის ორი მოქალაქეა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 იანვარს იუწყება, რომ ტრამპმა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თხოვნის შემდეგ, მათი გათავისუფლება გადაწყვიტა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net