Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მერმა კიეველებს ქალაქის დროებით დატოვება ურჩია - კიევის დიდი ნაწილი გათბობის გარეშეა

0

კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების გამო დედაქალაქში გათბობის გარეშეა თითქმის 6 ათასი მრავალბინიანი სახლი. ამის შესახებ 9 იანვარს, დღისით განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისი ინფორმაციით, შეფერხებულია წყლით მომარაგებაც.

კიევში ყინვა და თოვლია. უკრაინის მეტეოსამსახურის პროგნოზით, შაბათ-კვირას ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 11-დან მინუს 18 გრადუსამდე დაეცემა.

ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მომარაგება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, თუმცა კიევზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის ყველაზე მტკივნეული იყო. ალტერნატიული მომარაგების წყაროებზე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებები.

კიევის მერის განცხადებით, არსებული პროგნოზით, უახლოეს დღეებში ისევ რთული მეტეოპირობები იქნება.

კლიჩკომ მიმართა კიეველებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დროებით დატოვონ და გაემგზავრონ იმ ადგილებში, სადაც გათბობის ალტერნატიული წყაროებია.

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით კიევზე მასირებული შეტევა გასულ ღამით მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 4 ადამიანი და 24 დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი. შეიზღუდა გათბობით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევში დაზიანდა კატარის საელჩოს შენობაც.

მსხვერპლისა და ნგრევის გამომწვევი მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 იანვარს დილით გამოაცხადა, რომ დრონებითა და რაკეტებით, მათ შორის „ორეშნიკით“ დარტყმა იყო „პასუხი“ პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.

პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა, რომელიც რუსეთის მტკიცებით 29 დეკემბერს მოხდა, უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.

რაკეტებითა და დრონებით შეტევაში, მათ შორის ენერგოობიექტებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მან 9 იანვარს დილით განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის „საინჟინრო ინფრასტრუქტურაზე“ შეტევის შედეგად ექვს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 556 ათას ადამიანს, თითქმის ამდენივეს - გათბობა, 200 ათასი კი წყლით მომარაგების გარეშე დარჩა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net