Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს სხდომას გამართავს ვენესუელაში აშშ-ის მოქმედების თაობაზე

0

გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს გეგმავს სხდომის გამართვას - მას მერე, რაც 3 იანვარს აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა იერიში და დაამხო მისი ავტორიტარი ლიდერი, ნიკოლას მადურო. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამ ნაბიჯს აღიქვამს "სახიფათო პრეცედენტის" დამკვიდრებად.

15-წევრიანი საბჭოს სხდომის გამართვა კოლუმბიამ მოითხოვა, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით - დიპლომატების ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი. გაეროს უშიშროების საბჭო ამ დრომდე ორჯერ, ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელას ვაშინგტონი მართავს "იმ დრომდე, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონივრული გადაცემა იქნება შესაძლებელი". ჯერჯერობით უცნობია როგორ გეგმავს ტრამპი ვენესუელის მართვის განხორციელებას.

გაეროში ვენესუელის ელჩი, სემიუელ მონჩადა უშიშროების საბჭოს შემდეგი განცხადებით მიმართავს - "ესაა კოლონიური ომი, რომლის მიზანია ხელისუფლების ჩვენი რესპუბლიკური ფორმის განადგურება, რაც ჩვენმა ხალხმა თავისუფლად აირჩია - და თავსმოხვევა მარიონეტული რეჟიმისა, რომელიც უფლებას გასცემს ჩვენი ბუნებრივი რესურსების დატაცებაზე, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის რეზერვების ჩათვლით".

ელჩის შეფასებით, აშშ-მა დაარღვია გაეროს სადამფუძნებლო ქარტია, რომელიც ამბობს - "საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა წევრმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენების, ან მისი მუქარისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ".

გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანი, სტეფან ჯიუჟარიკი აშშ-ის მიერ გასულ ღამით განხორციელებულ სამხედრო მოქმედებას უწოდებს "სახიფათო პრეცედენტს".

"გენერალური მდივანი კვლავ ხაზს უსვამს ყველას მიერ საერთაშორისო კანონის, მათ შორის გაეროს ქარტიის სრული პატივისცემის მნიშვნელობას. ის ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ საერთაშორისო კანონის წესები არ იყო დაცული" - ამბობს ჯიუჟარიკი.

ტრამპის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში იღებდა მიზანში გავრცელებული ეჭვით ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართულ ხომალდებს ვენესუელის სანაპიროსთან და ლათინური ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან. აშშ-მა რეგიონში თავისი წარმომადგენლობა გააძლიერა და გამოაცხადა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცეული ყველა ხომალდის ბლოკირება, გასულ თვეში მან გადაიტაცა ვენესუელის ნედლი ნავთობით დატვირთული ორი ტანკერი.

ოქტომბერში აშშ-მა თავისი მოქმედება გაამართლა როგორც შესაბამისობაში მყოფი გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან, რომელიც მოითხოვს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ ეცნობოს სახელმწიფოთა მიერ შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად გადადგმულ ყველა თავდაცვით ნაბიჯზე.

"ეს არ არის რეჟიმის შეცვლა, ეს არის სამართალი" - წერს გაეროში აშშ-ის ელჩი, მაილ უოლცი შაბათს პლატფორმაზე X, და დასძენს - "მადურო იყო ბრალდებული, არალეგიტიმური დიქტატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოცხადებულ ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციას - რომელიც ამერიკის მოქალაქეების მკვლელობებზე იყო პასუხისმგებელი".






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net