Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30
31

ყაზახეთში წელს ასობით საქმე აღძრეს რუსეთის მხარეს საომრად უკრაინაში წასულთა წინააღმდეგ

0

წელს ყაზახეთში სარეკორდოდ ბევრი, 700-მდე საქმე აღძრეს ქვეყნის იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში წავიდნენ, რუსეთის მხარეს საომრად - იუწყება "მედიაზონა" პროექტ "მშვიდობით, იარაღოსთან" ერთობლივი დათვლის შედეგების საფუძველზე.

სასამართლოებს იდენტური განაჩენები გამოაქვთ როგორც გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლებისთვის, ისე იმ პირებისთვის, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს კონტრაქტები. ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ყველა მათგანმა "განახორციელა დანაშაულებრივი განზრახვა" ომში მონაწილეობით - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამ დრომდე ამგვარი საქმეების რიცხვი ყაზახეთში წელიწადში რამდენიმე ათეული იყო, მაგრამ 2025 წლის დასაწყისიდან - მას მერე, რაც უკრაინის ერთ-ერთმა პროექტმა სავარაუდო დაქირავებული მებრძოლების პირადი მონაცემები გამოაქვეყნა - ვითარება შეიცვალა, წერს "მედიაზონა".

ამ გამოცემის და ბიბისის რუსული რედაქტიის დათვლით, საერთო ჯამში უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა 200-მდე პირი, რომელიც ყაზახეთის მოქალაქე იყო, ან წარმოშობით იყო ამ ქვეყნიდან.

ჟურნალისტთა ვარაუდით, რუსეთის არმიაში ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მცხოვრებთა გადაბირება - კერძოდ, დაბალი ენობრივი ბარიერის და მეზობელ ქვეყნებში რუსების დიდი რაოდენობის გამო, ასევე რუსეთში მიგრანტთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით.

ოფიციალურად, ყაზახეთი ნეიტრალურ პოზიციაზეა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან მიმართებით. პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი ქვეყნებს მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს იკისროს შუამავლის ფუნქცია - წერს "ნასტოიაშჩეე ვრემია".

2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისთვისაც უშვებს არმიაში გაწვევით სამსახურს. მანამდე გაწვევით სამსახური ნებადართული მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო, უცხოელებს არმიაში ყოფნა მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე შეეძლოთ.

2023 წლის გაზაფხულზე პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების ბრძანებას უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ომის პერიოდში კონტრაქტებს გააფორმებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net