Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2025

ირანის არმიის სამხედრო ოპერაცია ბოლო წუთამდე გრძელდებოდა - საგარეო საქმეთა მინისტრი

0

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 24 ივნისს, გამთენიისას გამოაცხადა, რომ „აგრესიისთვის ისრაელის დასასჯელად“ ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე, დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა".

არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველა ირანელთან ერთად მადლობას უხდის მამაც შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც კვლავაც მზად არიან ქვეყნის დასაცავად.

23 ივნისს, დღის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებულია და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას".

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ცეცხლის, ან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობდა, მაგრამ თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტდა არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ირანი საპასუხო ქმედებებს აღარ გააგრძელებდა.

ისრაელს ტრამპის განცხადების შემდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამთენიისას სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ირანის არმიის სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე“, დილის 4 საათამდე გრძელდებოდა, ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში ისევ გამოცხადდა საჰაერო განგაში და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დილით ირანმა ისროლა 6 რაკეტა, რომელთაგან ერთი სახლს მოხვდა ქალაქ ბეერ-შევაში.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.

ტელეკომპანია CBS-ის წყაროთა ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ზავს დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი ისრაელზე შეტევებს შეწყვეტს. ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ პირდაპირი და არაპირდაპირი არხებით.

სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროს თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე თეირანი დაითანხმა კატარის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ირანის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა კატარში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შემდეგ.

კატარის შუამავლობის შესახებ წერს გამოცემა Axios-იც. მისი წყაროს ცნობით, კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევის შემდეგ თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ თავდასხმას აღარ გააგრძელებს, ვაშინგტონმა კი უპასუხა, რომ ირანს აღარ შეუტევს და მზად არის მოლაპარაკების განახლებისთვის.

13 ივნისს ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net