Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2025

მსხვერპლი მოჰყვა ისრაელზე ირანის მორიგ სარაკეტო შეტევას

0

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და „24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას", ისრაელიდან ირანის მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან.

24 ივნისს, დაახლოებით დილის ხუთიდან შვიდ საათამდე ისრაელის არმიამ ირანიდან ექვსი სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა. საჰაერო განგაშის დროს მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.

ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისრაელის ჩრდილოეთში მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დილიდან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა იგერიებდა იერუსალიმისა და ხაიფისკენ გაშვებულ ირანულ რაკეტებს.

განახლება: გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, მაშველებმა ბეერ-შევაში სახლის ნანგრევებში იპოვეს ერთი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

განახლება: დილის რვა საათისთვის ისრაელის არმიის ზურგის სარდლობამ განაცხადა, რომ მოქალაქეების ბომბსაფარებში ყოფნის საჭიროება აღარ არსებობს.

23 ივნისს, დღის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებულია.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელებში ჯერ დაწერა, რომ ცეცხლის, ან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტს არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ირანი საპასუხო ქმედებებს აღარ გააგრძელებს, გამთენიისას კი გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომ „აგრესიისთვის ისრაელის დასასჯელად“ ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე, დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა".

ისრაელს ტრამპის განცხადების შემდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, წინ უძღოდა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, რომელიც ირანმა მიიტანა თავის ობიექტებზე შეერთებული შტატების დარტყმის პასუხად.

13 ივნისს ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net