Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2025

„აშშ-მა სახიფათო ომი დაიწყო“ - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

0

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახიფათო ომი წამოიწყო ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ირანის საგარეო უწყება ავრცელებს, აღნიშნულია:

„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, უღალატა დიპლომატიას და ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის საგარეო უწყება ასევე მიმართავს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ "სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.

აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული იბიექტების დაბომბვას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც და დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net