Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2025

ნიკა მელიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს

0

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. მას ედავებიან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმით.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა - პოლიტიკოსი ბრალდებულია, რადგან არ გამოცხადდა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, 29 მაისს, მელია თბილისში დააკავეს - მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა. 30 მაისს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკოსმა მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ ინტერესდებოდა მისი დაკავების დეტალებით.

„ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, - თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში და მოსამართლეს ბოთლით წყალი შეასხა.

ამ მიზეზით სხდომა შეწყდა, მოსამართლე შვანგირაძემ პროცესის განახლების შემდეგ თქვა, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს, პატიმრობით უცვლიდა.

მელია ერთ-ერთია იმ ოთხ პოლიტიკოსს შორის, (ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია), რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა - ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net