Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2025

ისრაელმა ირანში კიდევ ერთ ბირთვულ ობიექტს დაარტყა, ირანმა რაკეტებით შეუტია ისრაელის ქალაქებს

0

ისრაელის თავდაცვის არმიის გამანადგურებლებმა 19 ივნისს მორიგი შეტევა მიიტანეს ირანის დედაქალაქ თეირანსა და სხვა ქალაქებზე, მათ შორის არაქის იმ რაიონზე, სადაც ბირთვული რეაქტორი და მძიმე წყლის(დეიტერის ჟანგი) მწარმოებელი ქარხანაა.

მანამდე ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა გაფრთხილება ამ რაიონის მცხოვრებთა ევაკუაციის საჭიროების შესახებ.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, არაქის ობიექტზე დარტყმას რადიაციული საფრთხე არ შეუქმნია, პერსონალის ევაკუაცია კი თავდასხმამდე განხორციელდა.

თავის მხრივ, ირანის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთში და თელ-ავივის გარშემო მდებარე მდებარე ქალაქებზე.

ბეერ-შევაში დაზიანებულია სამედიცინო ცენტრის შენობა.

სახლები დაზიანდა ხოლონსა და რამათ-განში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

განახლება: ისრაელის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ირანის ავიადარტყმების შედეგად დაშავდა სულ მცირე 65 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის(ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, 13-18 ივნისის პერიოდში ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net