Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2025

ხამენეი აშშ-ის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნაზე: დიდი შეცდომაა

0

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ეჭვით უყურებს აშშ-ირანის მოლაპარაკებებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე და აცხადებს, რომ ირანში ურანის გამდიდრების სრულად აკრძალვის მოთხოვნით ვაშინგტონი „დიდ შეცდომას“ უშვებს.

ხამენეიმ 20 მაისს, ირანის ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაღუპვის წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე განაცხადა, რომ მას „არ ჰგონია“, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შედეგიანი იქნება.

მან განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის ბოლოდროინდელ განცხადებები, დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილის სტივ უიტკოფის განცხადების ჩათვლით, რომელმაც გასულ კვირაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის გარიგება უნდა მოიცავდეს შეთანხმებას ურანის გამდიდრებაზე უარის თქმაზე, ვინაიდან ეს არის ბირთვული იარაღის შექმნისკენ შესაძლო გზა. „ამერიკული მხარე, რომელიც ამ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, უნდა ლაპარაკობდეს, აწარმოებდეს მოლაპარაკებებს და არ ამბობდეს უაზრობებს“ - განაცხადა ხამენეიმ:

„დიდი შეცდომაა მათ მიერ იმის განცხადება, რომ ურანის გამდიდრების ნებას არ მისცემენ ირანს. არავინ ელოდება ნებართვას ამა თუ იმ საკითხზე. ისლამურ რესპუბლიკას აქვს პოლიტიკა, აქვს მეთოდი და ის მისდევს საკუთარ პოლიტიკას... გამდიდრებაზე მსჯელობა საერთოდ არ არის განსახილველი საკითხი“.

ირანი აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან სამოქალაქო მიზნებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების გასული წლის განცხადებებმა განგაში გამოიწვია, როცა ისინი ირანზე თავდასხმის ან ისრაელის მხრიდან ირანის არსებობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, „ბირთვული დოქტრინის“ ცვლილების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.

ირანმა აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შესთავაზა რეგიონული ბირთვული კონსორციუმის შექმნა, რომელშიც შევიდოდნენ: ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, აშშ-ის მონაწილეობის შესაძლებლობის დაშვებით.

სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთობაში ტრამპის ადმინისტრაციისთვის „წითელი ხაზია“ თეირანის მიერ ურანის ნებისმიერ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობა, რამაც ირანს უბიძგა განეცხადებინა, რომ ის გააგრძელებს ურანის გამდიდრებას „გარიგებითაც და გარიგების გარეშეც“.

უიტკოფმა 18 მაისს ABC-ს განუცხადა, რომ აშშ „ვერ დაუშვებს გამდიდრების 1%-იანი შესაძლებლობის არსებობასაც კი“, რადგან, მისი მტკიცებით, ასეთი პროგრამის სამოქალაქო მიზნებით არსებობაც კი ქმნის ბირთვული შეიარაღების ალბათობას - „ჩვენ არ დავუშვებთ აქ ბომბის გაჩენას“..

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ გააკრიტიკა, როგორც თავად უწოდა, აშშ-ის შეუსაბამო საჯარო გზავნილები და ნულოვან გამდიდრებაზე ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები შეაფასა „განსაკუთრებულ ინტერესთა ჯგუფების“ დამშვიდების მცდელობად. ამ ჯგუფებს მან „მავნე აქტორები“ უწოდა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net