Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2025

მარკო რუბიო: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მოლაპარაკებაზე მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული

0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დამოკიდებული იქნება უკრაინაში მშვიდობის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების პროგრესზე.



ჟურნალისტ კეტრინ ჰერრიგთან ინტერვიუში, მარკო რუბიო შეეხო საუდის არაბეთში 18 თებერვალს გამართულ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომლისთვისაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მკაფიოდ უთქვამს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა არ შედგება, თუ არ იქნება მომზადებული და არ იქნება გარკვეული მასზე განსახილველი საკითხები.

"თუ ომის დასრულებასთან დაკავშირებით იქნება პროგრესი და ასეთ შეხვედრაზე მიღწეული იქნება შეთანხმება, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა მიესალმება პრეზიდენტ ტრამპს, როგორც მშვიდობისმყოფელს", - განაცხადა მარკო რუბიომ.

ელ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ჯგუფებს, რათა განიხილონ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დასრულების გზები. პუტინმა და ტრამპმა განაცხადეს, რომ სურთ სამიტის ჩატარება.

ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა, რუბიომ ასევე განაცხადა, რომ რიადში გამართულ შეხვედრაზე არ განუხილავთ რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების კონკრეტული პარამეტრები. არ განხილულა არც სანქციების მოხსნა. რუბიოს თქმით, მთავარი მიზანი იყო იმის გაგება, მართლა აქვს თუ არა რუსეთს გადაწყვეტილი მშვიდობის მიღწევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ უკრაინა იმის გამო არ იყო მიწვეული, რომ შეხვედრა დიდწილად მიეძღვნა რუსეთისა და შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთს უწოდა "გლობალური ძალა", რომელთანაც აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება, სურს ეს ვინმეს თუ არა. მან გაიხსენა, რომ შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს ურთიერთობა „ცივი ომის“ ყველაზე უარეს წლებშიც კი არ გაუწყვეტიათ.

საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებაზე აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ, „შეიქმნას საკონსულტაციო მექანიზმი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "გამაღიზიანებლების" აღმოსაფხვრელად“, წლების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის შემდეგ.

მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მხარეები „პრაქტიკულად შეთანხმდნენ“, რომ უნდა გადაჭრან დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.



რაც შეეხება უკრაინას, მან აღნიშნა, რომ არსებობს გადაწყვეტილებების პოვნის „ორმხრივი სურვილი“ და რუსეთი დაელოდება შეერთებული შტატების წარმომადგენლების დანიშვნას.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net