Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2025

პარლამენტთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

0

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ, 21 იანვრის გადაწყვეტილებასაც - სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი. აქციის მონაწილეები თავიანთი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ.

"მზია ისჯება პროფესიული საქმიანობისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს. მზია არ იმსახურებს პატიმრობას, არანაირი საფუძველი არ არსებობდა. სანამ მზია არის ციხეში, არავინ არ ვართ თავისუფლები. ესაა მედიისთვის გამოგზავნილი გზავნილი - ყველას ასე მოგვექცევიან. ასე დაისჯება ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და კრიტიკული სიტყვა", - უთხრა "პუბლიკის" რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

"სტუდია მონიტორის" რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა ხელისუფლების "შურისძიებაა" თავისუფალ მედიაზე.

"დღეს ამ [ლევან] მურუსიძის მონა და [მიხეილ] ჩინჩალაძის მონა კლანების მიერ მართულმა სასამართლომ არც კი განიხილა სათანადოდ, რომ შეეფასებინა [საქმე]. ის არის რეჟიმის ტყვე".

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.

21 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ის იმედოვნებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებდა მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net