Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2024

"ახმატის" მეთაურმა ალაუდინოვმა დაადასტურა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა ომში -"აგენტსტვო"

0
ჩეჩნეთის სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო და პოლიტიკური დირექტორატის უფროსის მოადგილემ აპტი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.



"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ეს არის ომში კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობის პირველი დადასტურება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლისგან.

20 ნოემბრის შუადღისას, ალაუდინოვმა გამოაქვეყნა, როგორც ის აცხადებს, ყალბი ვიდეო, რომელშიც ის, ვითომცდა ამბობს, რომ მისი დანაყოფი არ ითანამშრომლებს "კორეელთა რაზმებთან, რომლებსაც ღმერთი არ ჰყავთ გულში“.



ეს ვიდეო ნაჩვენები იყო პროპაგანდისტულ პროგრამაში "სრული კონტაქტი ვლადიმირ სოლოვიოვთან". სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ხმა გაყალბებულია და დასძინა: "კორეელები ჩვენი ძმები არიან. ჩვენი ძმაა ყველა, ვინც ჩვენს ჯარში მსახურობს, მაშინაც კი, თუ ის აცხადებს, რომ ათეისტია, მაგრამ მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიქრისტეს არმიას და იბრძოლოს უნივერსალური ადამიანური და ოჯახური ღირებულებებისთვის", - აღნიშნა ალაუდინოვმა.

ტელეგრამის არხი „აგენტსტვო“ ამ სიტყვებმა მიიყვანა დასკვნამდე, რომ ალაუდინოვი ადასტურებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობას.

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების, ასევე ქვემეხებისა და საარტილერიო დანადგარების რუსეთში გაგზავნის შესახებ ადრე უკვე გაავრცელეს ცნობები სამხრეთ კორეის, უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა.

ვარაუდობენ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროები მონაწილეობენ ბრძოლებში კურსკის რეგიონში, სადაც გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია. ამ ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს ჩეჩნეთის სპეცრაზმ „ახმატის“ დანაყოფები, რომლებსაც რამზან კადიროვთან დაახლოებული გენერალი აპტი ალაუდინოვი კურირებს.

უკრაინის არმიამ 6 აგვისტოს დაიწყო კურსკის ოლქში შეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ათეულობით დასახლებას, მათ შორის რაიონულ ცენტრ სუჯას, ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და დატყვევებული ჰყავთ რუსეთის ასობით ჯარისკაცი.

კურსკის რეგიონში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ოფიციალური მონაცემებით, სასაზღვრო რაიონებიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება უკრაინის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა მინიმუმ ასეულებია.



რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის დაწყებიდან, აპტი ალაუდინოვმა კურსკის ოლქში თავისი ქვედანაყოფის სამხედრო წარმატებების შესახებ ათობით ვიდეო ჩაწერა და გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში. მან არაერთხელ დადო პირობა, რომ რეგიონში „მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში“ დაამყარებდა ვითარებაზე კონტროლს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net